რატომ აგებდნენ სწორ გზებს რომაელები ბრიტანეთში

რატომ აგებდნენ სწორ გზებს რომაელები ბრიტანეთში

როდესაც ბრიტანეთში და ევროპაში მოგზაურობენ, თუ გზა მიხვეულ-მოხვეული არ არის, მაშინ ამბობენ ხოლმე, ”ეს ალბათ, რომაული გზააო.” რომაელებმა დააგეს პირველი გზები ბრიტანეთში. მათ 9 000 კილომეტრზე გრძელი გზა დააგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგ რომაულ გზას მოსახვევები აქვს, უმეტესობა პირდაპირი და სწორია. ასეთი ტექნიკით გზების გაყვანა იმიტომ ხდებოდა, რომ მათი გამოყენება ჩვეულებრივი ხალხისთვის არ იყო გათვალისწინებული. მხოლოდ საჯარო დანაყოფებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს და სპეციალური ნებართვის მქონე პირებს შეეძლოთ ამ გზებით სარგებლობა. რომაელები სწორ გზებს აგებდნენ, რათა მგზავრობა სწრაფი ყოფილიყო. მიხვეულ-მოხვეული გზები უფრო დიდ დროს ართმევდა ჯარს დანიშნულების ადგილამდე მისვლაში და ყაჩაღების თავდასხმის ალბათობაც უფრო დიდი იყო.

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს