"ის არამზადა ტაქსის მძღოლი დაკავებულია" - შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

"ის არამზადა ტაქსის მძღოლი დაკავებულია" - შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელსაც ქალებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დადგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან უწყება თავს იკავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მოქალაქემ მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში გადაადგილდება ტაქსის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე ქალზე იძალადა. შსს-მ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

ამ ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება ქალიც, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია მოძალადე ტაქსისტის შესახებ: "მეგობებო, ნაცნობებო და ჩემთვის უცნობო ადამიანებო, მინდა ყველას გაცნობოთ რომ ის არამზადა ტაქსის მძღოლი (რომლის სახელს და გვარს მოგვიანებით გავაგებინებ ყველას) დღეს იქნა დაკავებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ჩემი პოსტი წაიკითხა და გულთან მიიტანა უამრავი ადამიანი მწერდა პირადში და მოწოდებული ინფორმაცია ძალიან დაეხმარა გამოძიებას რათა დროულად მომხდარიყო ამ ადამიანის იზოლაცია საზოგადოებისაგან. მინდა შეგატყობინოთ რომ ქალბატონებს რომლებიც ამ ამბით იყვნენ შეწუხებულები და ეს პიროვნება აყვანილია და აღარ შეგეშინდეთ ღამით ტაქსით მოძრაობა, განხაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დიდი დიღმის პოლიციის ქვეგანყოფილების ყველა თანამშრომელს რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმეზე და განსაკუთრებით გამომძიებელს ჭოლა ღლონტს. იმედია ბოლომდე იზეიმებს სამართლიანობა და ეს "არსება", რომელსაც ცოლიც, შვილებიც და შვილიშვილებიც კი ყოლია თურმე, იქნება სათანადოდ დასჯილი ჩვენი სასამართლოს მიერ და მიიღებს შესაბამის სასჯელს" - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ელე სარიშვილი.

VIDEO| "პატრულს დავურეკე, მიშველეთ, მაუპატიურებენ-თქო" - რას ამბობენ ქალები, რომლებიც თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლების მსხვერპლნი გახდნენ

ასევე წაიკითხეთ:

"მიხსნიდა რას გამიკეთებდა, როცა შემიყვანდა ტყეში" - რას ყვებიან გოგონები თბილისელ მოძალადე ტაქსისტზე

თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლის მსხვერპლი თამუნა მუსერიძეც გახდა - "მოვასწარი პატრულში დარეკვა და დაიჭირეს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ