მეწყინა გვარი რომ შეიცვალა, მაგრამ მაინც ჩემი შვილია - სალომე ქათამაძის მამა, ანჩისხატის დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მეწყინა გვარი რომ შეიცვალა, მაგრამ მაინც ჩემი შვილია - სალომე ქათამაძის მამა, ანჩისხატის დეკანოზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

გლდანის მე-8 საპყრობილეში გატარებული 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ ანჩისხატის დეკანოზი ნოდარ ქათამაძე, საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, სასულიერო პირი 2015 წლის 5 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. მისი სიმამრი, დავით მაისურაძე საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს ნივთები მას ეკუთვნოდა, მიუხედავად ამისა, მოძღვარი დააკავეს...

მამა ნოდარი ცნობილი მომღერლის, სალომე ქათამაძის მამაა. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში დეკანოზი შვილის შესახებ საუბრობს:

- ცნობილია, რომ მომღერალი სალომე მდივანი, რომელსაც საზოგადოება ქათამაძედ უფრო იცნობს, თქვენი ქალიშვილია. ციხიდან მასთან კონტაქტი გქონდათ?

- როგორ არა. ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა, ახლა კი ძალიან ბედნიერია. ამ დილითაც დამირეკა და ვერ ველაპარაკე, ტიროდა. რა თქმა უნდა, ერთმანეთს მოვეფერეთ ისე, როგორც მამა შვილს და შვილი მამას უნდა ეფერებოდეს.

- სალომე თქვენზე განაწყენებული იყო...

- შეუცდომელი ღმერთია.

- მან გვარი შეიცვალა და მამინაცვლის გვარი აიღო, მდივანი გახდა. ეს ამბავი როგორ მიიღეთ?

- რაც თქვა, არ ქნა. მერჩივნა, არ ეთქვა და ექნა. მას გვარი ოფიციალურად არ შეუცვლია. ეს როგორ არ მეწყინა, მაგრამ გვარი შეიცვალოს კი არა, სულ რომ ყირაზე დადგეს, მაინც ჩემი შვილია. პავლე მოციქული ბრძანებს, სიჭაბუკეს ჩემსას ნუ მოიხსენებ, უფალოო. სალომე სულ რომ ჯეიმსონის გვარზე გადავიდეს, ჩემი შვილი, ჩემი ხორცი და ჩემი ნაყოფია.

იხილეთ ასევე: "ჩემს ქალიშვილს თვალებში ვეღარ ვუყურებ" - მამა ნოდარ ქათამაძეს უვადო პატიმრობა ემუქრება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია