ამას ყველა დამწყებ იურისტს ასწავლიან! - გიორგი ქადაგიძე მაგდა პაპიძის სკანდალურ საქმეზე

ამას ყველა დამწყებ იურისტს ასწავლიან! - გიორგი ქადაგიძე მაგდა პაპიძის სკანდალურ საქმეზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო დღეების ყველაზე სკანდალურ საქმეს ეხმაურება და საზოგადოებას უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპს შეახსენებს.

"ბოლო ორი დღეა არ ცხრება კამათი როგორ უნდა "დაისაჯოს" ქალბატონი, რომელიც ეჭვმიტანილია მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში. ამ თემაზე გავიხსენოთ:

რამდენიმე სიტყვა უდანაშაულობის პრეზუმპციაზე:

1. სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი და უძველესი პრინციპი, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამანშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას.

2. ეს პრინციპი გარანტირებულია გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-11 მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით.

3. ყველა დამწყებ იურისტს ასწავლიან ე.წ. ბლექსტოუნის თანაფარდობას "უმჯობესია 10 დამნაშავე გაექცეს მართლმსაჯულებას, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს", 1765 წ.

4. ღმერთმა იქამდე არ აჰგავა სოდომი და გომორი სანამ იქ ბოლო მართალი კაცი იყო დარჩენილი. ერთი მართალი კაცის სიცოცხლედაც არ ღირდა ამ ქალაქების ყველა უკეთური მაცხოვრებელი. დაბადება 18:23-33

თუმცა ყველა ასე არ ფიქრობდა:

1. ფელიქს დერჟინსკი, საბჭოთა სადამსჯელო პოლიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი: "ჯობია სიკვდილით დავსაჯოთ 10 უდანაშაულო ადამიანი, ვიდრე გაგვექცეს ერთი დამნაშავე"

2. იგივე თემაზე საუბრისას შემდეგ კომენტარს აკეთებს ნიკოლაი ეჟოვი, ენკავედეს მეთაური და 37-იანი წლების რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი ავტორი, "როცა შეშას ვჩეხავთ, ნაფოტები იყრება"

დავასამაროთ საბჭოეთი, მეგობრებო!!!", - წერს ქადაგიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს