"ქმარი დაკარგა იუსტიციის სახლში და ტიროდა" - მოხუცი ცოლ-ქმრის ისტორია

"ქმარი დაკარგა იუსტიციის სახლში და ტიროდა" - მოხუცი ცოლ-ქმრის ისტორია

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ია გოშაძე სოციალურ ქსელში მოხუცი ცოლ-ქმარის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ფოტო იუსტიციის სახლშია გადაღებული, სადაც ხანდაზმულმა წყვილმა ერთმანეთი დაკარგა:

"ქმარი დაკარგა იუსტიცის სახლში და ტიროდა, ვერ წყნარდებოდა, - სოფლიდან ვართ, გზა არ იცისო... ვერც ურეკავდა, რა ეცვა, იმასაც ვერ იხსენებდა.

დაახლოებით ნახევარი საათის მერე იპოვნეს ერთმანეთი, მივარდა ტირილით, - რას მანერვულეო? - ბაბუა იცინოდა, - რა იყო, ქალო, 6 წელი კი მადევნინე თავი უკრაინაში და ახლა შენ მეძებეო! მერე მომიტრიალდა და, - იცოდე, პატარას და მოხუცს ჩვილის გული აქვთო… დაგვლოცეს და წავიდენენ" - ნათქვამია პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს