"შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები" - CNN ხალხს საქართველოს მონახულებას ურჩევს

"შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები" - CNN ხალხს საქართველოს მონახულებას ურჩევს

"შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები - საქართველო გასაოცარი ქვეყანაა", - წერს "სიენენის" ჟურნალისტი სტატიაში, სადაც ხალხს ურჩევს, რომელ ქვეყნებს უნდა ესტუმრონ 2016 წელს.

"სამხრეთ კავკასიური მთებით გარშემორტყმული ქვეყანა ფეხით მოსიარულეებს, ცხენოსნობის მოყვარულებსა და სამთო სპორტის ენთუზიასტებს ეპატიჟება. თოვლით დაფარული მთები ფართო მდელოებს გადმოჰყურებს, სადაც უძველესი სოფლები შუასაუკუნოვანი ეკლესიებისა და კოშკების ირგვლივ, ღვინის მარნებს შორისაა განლაგებული.

ფრენა იაფი ჯდება, გზები ახალია, გამოსწორებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი პირობები. დედაქალაქი თბილისი ახალი და ძველის ნარევია, სადაც აივნიანი სახლები და ვიწრო ქუჩები გალერეებსა და კაფეებს ერწყმის.

უმჯობესია საქართველო მოინახულოთ თებერვლიდან ნოემბრის შუალედში. 26 მაისს იქ დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება", - ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს