გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:
გივი თარგამაძე:
და აი ფინალიც. გადავხედე ამ წლების პოსტებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თვეების მანძილზე კეთილი რჩევების მეტი არაფერი შემომითავაზებია. მესმის, შუშის ოლიმპოს გადაფიჩინებული ხაზეინი გთრგუნავდა, გსრესდა ყოველწუთიერად საკუთარი გადაგლესილი ტვინის გაუგონარი ზმანებების აღსრულების მოთხოვნით. ფიზიკურად გფიტავდა და განადგურებდა, გაბრმავებდა და გაყრუებდა. მაგრამ გაუსაძლის გათანგულობაში უნდა გაგეგონა ერთადერთი გულშემატკივრის, შენი ყოფით გულდამძიმებული კეთილი მეზობლის გამუდმებული შეგონება: შვილო, ჰაკიმ, შეიცადე; შვილო, ჰაკიმ, გაიაზრე; შვილო, ჰაკიმ, დაფიქრდი... უნდა ჩაჭიდებოდი ამ ერთადერთ მაშველ რგოლს... ჩემს პასუხისმგებლობას ჩემი არჩევანი განაპირობებსო, დღეს თქვი - არასდროს გიმართლებდა არჩევანში: სამი მამა გყავს - ბიოლოგიური, შეძენილი (სიმამრი) და უძღები (დიახ, უძღები მარტო შვილი კი არა, მამაც არსებობს, რაშიც დარწმუნდი) და სამივე მხოლოდ შენს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე ფიქრობს. გაფრთხილებდი - შუა ჯირითში დაგანარცხებს - არ მომისმინე. ახლა? ერთ რჩევასაც მოგცემ და დავიშალოთ: შვილო, ჰაკიმ, იყუჩე, დაისვენე, ცხვირი ნორმალური ადამიანის დონეზე გაასწორე, ნურც ჩამოუშვებ, ნურც აიპრიხავ. დაივიწყე ათეულობით გამოჩენილი ხელის ჩამორთმევა. წადი საფრანგეთში, თავიდან, ოფიციანტობიდან დაიწყე, ფულიან ხალხს ერიდე, სიმამრს დაუმტკიცე, რომ კაცი ხარ, მამას აჩვენე, რომ დამოუკიდებელი ხარ და გადაწყვეტილებები მერე მიიღე. მაშინ აღარ მოგიხდება ასე ნანატრ ტერასაზე მხოლოდ სამი წუთით დგომა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზის ვერახსნა და ბოლო საპრემიერო გამოსვლის მხოლოდ საყვარელ ნუნუკაზე გადატარება. მშვიდობით, შვილო, ჰაკიმ. საკუთარ თავს ებარებოდე...
კობა ლიკლიკაძე:
პოლიტიკის ქართველ მკვლევარებთან და ექსპერტებთან მე რას მოვალ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზებისა თუ სარჩულების ძებნა უფრო მეორეხარისხოვანი და შიდა მოხმარების თემა მგონია. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისათვის კი მთავარი თანამდებობიდან ნებაყოფლობით წასვლის ფაქტი იქნება. მეტიც, იმ ფონზე, როდესაც პანტაპუნტით ცვივიან სავარძლებიდან, თუ ხორვატიის, თუ მოლდავეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები, ხოლო საქართველოს მთვრობას კი ხუთიანი დაუწერა ბრიუსელმა სავიზო ლიბერალიზების შეთანხმების გეგმის დამტკიცებით, - პრემიერ-მინისტრის ნებაყოფლობითი გადადგომა, მთლიანობაში, აღქმული იქნება, როგორც ქართული დემოკრატიის წინსვლა.
თამარ ჩერგოლეიშვილი:
ისე რა სამარცხვინოდაც იყო, ისე სამარცხვინოდ წავიდა:
- სამჯერ გადადო ბრიფინგი
- ჟურნალისტები არ შეუშვა
- ჩანაწერი გაავრცელა
- ვერ თქვა რატომ წავიდა (მანამდე ამტკიცებდა ყველაფერი ძალიან კარგად არისო)
მოკლედ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პრემიერი დაგვემშვიდობა.
თუ კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა, ბიძინას მიზნები გასაგები იქნება - ისეთი ტიპი ჭირდება პრემიერად, რომელსაც მოლაპარაკება შეუძლია ოპოზიციასთან.
პაჟი წარსულს ჩაბარდა. ბიძინას წარსულისთვის ჩაბარების წელი დაიწყო.
ნიკა გვარამია:
დღევანდელი დღის ნაგვიანევი დასკვნები:
* კარგია - რომ ღარიბაშვილი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უუნარო მთავრობის ყველაზე უუნარო პრემიერი აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ ხელმძღვანელობს;
* ცუდია - რომ მისი გამგრძელებელი არაფრით უკეთესი არ იქნება და წინამორბედივით მხოლოდ იმას იზამს, რასაც მანიაკი ოლიგარქი დაავალებს;
* უარესია - რომ ქვეყნის პრემიერი "გადადგა" ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და ხელისუფლების წყარო, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ხალხი კი არ არის, ერთი საეჭვო რეპუტაციის და გონებრივი შესაძლებლობების ოლიგარქია.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
"ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები" აი ამას რომ ამბობს, განსაკუთრებით კომიკურია.
ნეტავ რატომ მოხსნა. მოხსნაცაა და მოხსნაც. პარტიაში გადაიყვანა.
ქვების დატრიალება თუ გვიშველის ეხლა. აი ზოლიანი რომ ყოფილა ის ქვა გვინდა.
ვნერვიულობ თავს ქვევით როგორ დაწევს:) ნამეტანი აბზეკილი ჰქონდა ცხვირი.
ეკა ხერხეულიძე:
ეხლა ვინ არის, ბიჭო, ქინძი?!
"მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციაში", - თქვა ხელის ბიჭმა ღარიბაშვილმა.
დღეს, როცა, ეს ბიჭი საკუთარ პოლიტიკურ ნეკროლოგს კითხულობდა,ზუსტად იმ წუთებში ,მიშა უკრაინის ანტიკორუფციულ ფორუმს ხსნიდა კიევში .
მიყვარს სიმბოლოები
"მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი არჩევანში.ეს იყო ოჯახის შექმნა,თუ კარიერა"მეიდ ინ დედოფლისწყარო"
არა, რაც მთავარია, ქანდარაზე შემომჯდარი ბოგანო რომ ხსნის და ნიშნავს მთავრობას
"მადლობა ნუნუკას" - ძაან "ჟიზნენი" იყო
გია ნოდია:
არასწორია: "ღარიბაშვილი გადადგა".
სწორია: "ღარიბაშვილი გადადგეს"
გავუფრთხილდეთ ქართულ ენას.
მარიამ საჯაია:
დილამშვიდობის უჰაკიმფაშო საქართველო
თუმცა არც მისიანად და უმაგისოდ არაფერი იცვლება.
კოლუმბიურ სერიალებში როლის შემსრულებელი რომ იცვლება, მაგრამ საპნის ოპერა იმავე შინაარსით გრძელდება, მსგავსი ამბავია
იმ სერიალებივით უნიჭობაა, მოკლედ
მაგრამ მაინც მშვიდობის დილა და მშვენიერი დღე ^^
ნიკა რურუა:CNN-მაც გამოაცხადა ღარიბაშვილის გადადგომა. არ ვხუმრობ. მართლა. რაც კარგია.
P.S. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი სამყარო ყურადღებით აკვირდება ჩვენს ქვეყანას.
ახლა ერთი მთავარი კითხვაა პასუხგასაცემი: ვინ გადააყენა ირაკლი ღარიბაშვილი? და რომელი კონსტიტუციური ან სამართლებრივი ბერკეტით?
რატომ და ვისი ნების მიხედვით გადადგა ის, როდესაც სულ 2 დღის წინ ის საკუთარ საჯარო ანგარიშში ამბობდა, რომ მისი ხელმძღვანელობით სამთავრობო გუნდი ყველაზე წარმატებულია?!
ამ კითხვაზე პასუხი დაადგენს იმას, თუ როგორ პოლიტიკურ სისტემაში ვცხოვრობთ დღევანდელ საქართველოში.
ეკა ბერიძე:
კარგია, როდესაც ქვეყანაში თანამდებობა და ძალაუფლება პანაცეად აღარ მიიჩნევა, სკამს ნებით თმობენ და ცვლილებების არ ეშინიათ.
თენგო გოგოტიშვილი:
ღარიბაშვილის ამბავს ძლივს შევაჩვიე ყური, ახლა კიდევ - ხადური, სანიკიძე და ზაქარეიშვილიო!!! არც ახალი წელი მინდა და არც საცივი, ეგენი თუ არ იქნებიან!
შოთა უტიაშვილი:
ბატონო ბიძინა, კაი ნაშა რო დაგვინიშნოთ პრემიერად არ შეიძლება? საქმეს მაინც არავინ გააკეთებს და შეეხედებოდეს მაინც.
გოგა ხაჩიძე:
შენ კი გეშველება რამე, მაგრამ ეს დასპონსორებული, 260 094 ლაიქიანი ფეისბუკ გვერდი ძალიან მენანება.
"მდიდარა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა;
"ღარიბა" გახდა პრემიერი - დაგვტოვა.
ვინმე გვინდა ახლა საშუალო ფენიდან.
დავით პაიჭაძე:
დღეს ყოფილა ბერას დაბადების დღე.
მამა საღოლ, პრემიერი დაუკლა.
ირაკლი ტაბლიაშვილი:
კი მაგრამ - რატომ?..
რა არის მიზეზი?
გადაღლილობა?..
ვინმეს თხოვნა/მოთხოვნა?
ესაა საინტერესო.
ნინო დანელია:
ამაზე კომიკური რა უნდა მოგვესმინა დღის ბოლოს? :)
მადლობა რომ გადაუხადა ნუნუკას, ეგ იყო ერთადერთი ღირსეული ნათქვამი :)))
საოცრად უემოციოდ და მშვიდად მიიღო ბატონი ბიძინას რჩევა გადადგომის შესახებ smile emoticon ყველაფერი კარგად მიდის თან, მდოფლიო ლიდერებს მიესალმა, ვიზის ლიბერალიზაციას ხელი მოაწერა და თანამდებობასაც არ გამოეკიდა, განა ბევრი გვყავს ასეთი? :)))
მერაბ მეტრეველი:
რა მაგარი ქვეყანა ვართ - პრემიერს გადაგომა გადაწყვეტილი ქონდა და არც უმრავლესობაში იცოდა ვინმემ რამე და არც მთავრობაში. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ შეიძლება თავად ღარიბაშვილმაც არ იცოდა!