"ნავთობს სულ სხვა ქიმიური შენაერთი შეცვლის" - ლელა კაკულია

"ნავთობს სულ სხვა ქიმიური შენაერთი შეცვლის" - ლელა კაკულია

ლელა კაკულიას ოფიციალურ საიტზე 2011 წლის წინასწარმეტყველება ქვეყნდება, რომელიც მომავლის ტექნოლოგიებს უკავშირდება.

"2011 წელი, 19 აპრილი, თბილისი.

მომავალში ახალი გამოგონებები მსოფლიოს შეარყევს.

საწვავს - ნავთობს, სულ სხვა ქიმიური შენაერთები შეცვლის, რომლებიც ადამიანებს არ წამლავს. გამოგონებები, ვხედავ, ძალზე მრავალფეროვანია. ამაზე სერიოზულად იმუშავებენ მსოფლიოს მეცნიერები".

საიტზე ასევე ვრცელდბა სიახლე, რომელშიც გადმოცემული ინფორმაცია 2011 წლის წინასწარმეტყველების გამართლებას მოწმობს:

"2015 წლის 23 დეკემბერს იაპონურმა საავტომობილო გიგანტმა "ტოიოტამ" ახალი, წყალბადის საწვავზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის, "ტოიოტა მირაის" გაყიდვა დაიწყო.

ავტომობილი დაახლოებით 61 ათასი აშშ დოლარი ღირს. ამასთან იაპონიის მთავრობა, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, 17 ათას დოლარამდე სუბსიდიას გამოყოფს თითოეულ შენაძენზე.

"მირაი" ოთხკარიანი სედანია, რომელსაც 151 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავი ამუშავებს. ძრავი ენერგიას კონვერტორისგან იღებს, რომლის საწყისი ნივთიერებაც წყალბადია. ახალი ტიპის საწვავი - წყალბადი - 70 პასკალის წნევის ქვეშ ისხმება ნახშირბადოვანი ბოჭკოსგან დამზადებულ ორ ავზში. ქიმიური რეაქციისთვის საჭირო ჟანგბადი მანქანის მოძრაობისას პირდაპირ რადიატორიდან შედის. წყალბადის საწვავით ავტომობილის ბოლომდე გამართვას 5 კგ წყალბადი და 3 წუთი სჭირდება. ეს რაოდენობა 480 კმ-ს დასაფარადაა საკმარისი. "მირაის" მაქსიმალური სიჩქარე 180კმ/სთ-ა. ამასთან, 100 კმ-მდე აჩქარებისთვის სულ 9 წამია საჭირო".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს