რა მოიფიქრეს მშობლებმა, როდესაც გაიგეს, რომ მათი შვილი თავის უკანასკნელ შობას იზეიმებდა...

რა მოიფიქრეს მშობლებმა, როდესაც გაიგეს, რომ მათი შვილი თავის უკანასკნელ შობას იზეიმებდა...

საშობაო და საახალწლო საჩუქრებსა და დღესასწაულს ყველა ადამიანი მოუთმენლად ელოდება. თუმცა ვიღაცისთვის ესა თუ ის დღესასწაული შესაძლოა უკანასკნელიც კი იყოს. ვერაფერს იზამ, ეს არის ცხოვრება, ასეთი მშვენიერი და თან ასეთი დაუნდობელი. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ყოველი წუთისა და წამის დაფასება, თითოეული წუთით ტკბობა. როდესაც 4 წლის ვირჯინიას მშობლებს საყვარელი ქალიშვილის საბედისწერო დიაგნოზის შესახებ აცნობეს, მათ თვალწინ გოგონას მთელმა ცხოვრებამ გაირბინა. ექიმებმა პირდაპირ განუცხადეს მშობლებს, რომ მათი ქალიშვილი ახალ წლამდე ვერ იცოცხლებდა. ბავშვს უმძიმესი სენი, მწვავე ლეიკოზი, ცოტა ხნის წინ დაუდგინეს, ამ დაავადების მკურნალობა ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. გოგონას მამამ ბევრი იფიქრა და ბოლოს მოიფიქრა, ერთ-ერთ ვებ გვერდზე სპეციალური ჯგუფის შექმნა, რათა ბავშვის სამკურნალო ფული შეეგროვებინა. "არასდროს მიტირია ისე, როგორც იმ დღეს, როდესაც ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ შევიტყვე", - ამბობდა ვირჯინიას დედა. თუმცა ოჯახი მაქსიმალურად ცდილობდა არ შეემჩნია ეს უბედურება და დარჩენილი ცხოვრება ბავშვს ბედნიერ გარემოში გაეტარებინა. სამწუხაროდ, ამ წლის სექტემბერში, ქიმიოთერაპიის ხუთი კურსის შემდეგ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გოგონას ისედაც უმძიმეს დიაგნოზს ფილტვების ინფექცია და გულის უკმარისობა დაემატა... და ბოლოს ექიმების ვერდიქტი, რომ ბავშვი ახალ წლამდე ვერ იცოცხლებდა...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს