თანამედროვეობის 5 ყველაზე არაცივილიზებული და უცნაური ტომი

თანამედროვეობის 5 ყველაზე არაცივილიზებული და უცნაური ტომი

ჩვენს საუკუნეში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში, კვლავ არიან ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი თვალით არ უნახავთ. იქ დრო თითქოს გაჩერებულია, მათ არ სურთ გარე სამყაროსთან კონტაქტი და მათი ჩვევები ათასწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა. წარმოგიდგენთ ყველაზე არაცივილიზებულ ტომებს მსოფლიოში და კიდევ ერთ ტომს, სადაც საოცარი კონკურსი იმართება.

სენტინელები

ამ კუნძულზე მოხვედრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სენტინელები ინდოეთსა და ტაილანდს შორის მდებარე კუნძულზე ცხოვრობენ და ნებისმიერს, ვინც მათთან მიახლოებას ან კონტაქტში შესვლას გაბედავს, ისრებით და აგრესიით ხვდებიან, ნადირობენ, თევზს იჭერენ და ერთმანეთზე ქორწინდებიან. ტომში დაახლოებით 300 ადამიანია. ისინი მეცნიერებსაც ისეთივე აგრესიით ხვდებიან, როგორითაც მოგზაურებს. რამდენჯერაც სცადეს მათთან დაკონტაქტება, იმდენჯერ შებრძოლებით დასრულდა. არც საჩუქრებს იღებენ - წყალში ყრიან ან მიწაში მარხავენ. ამ ტომის სულ რამდენიმე ფოტო არსებობს, ისიც ზემოდან, თვითმფრინავიდან გადაღებული.

ნიკობარისა და ანდამანის ტომები

ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრები ეს ტომები ძირითადად კანიბალები არიან და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთმანეთს ჭამენ, თუმცა ერთმანეთში მებრძოლი ტომები იმდენს კი ხვდებიან, რომ ''ადამიანების'' მარაგი არც ისე სწრაფად ივსება, ამიტომ ბოლო დროს იშვიათად ნადირობენ ადამიანებზე. ზოგიერთი ტომი მხოლოდ დღესასწაულებისთვის ინახავს დატყვევებულ უცხოტომელს. ეგ კი არა, თუ მეზობელ ტომებზე თავდასხმა წარუმატებლად დასრულდა, შეუძლიათ, თავიანთ ტომში ბავშვები ან მოხუცები ''დააგემოვნონ''.

პირაჰა

ბრაზილიის ჯუნგლებში ცხოვრობს მცირერიცხოვანი ტომი - დაახლოებით 200 კაცამდე. მათ ყველაზე პრიმიტიული ენა აქვთ და თვლის არავითარი სისტემა არ მოეპოვებათ. მათ არც მითოლოგია აქვთ, არც ღმერთებს ეთაყვანებიან. არ აქვთ წელიწადის დროების, ამინდის აღმნიშვნელი სიტყვები, არც - მცენარეებისა და ცხოველების. პატარა ქოხებში ცხოვრობენ, ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი ნივთების გამოყენებაზე უარს ამბობენ და არც აგრესიით გამოირჩევიან განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში გადავიდა

NASA: მთვარეზე წყლის არსებობა დადასტურდა

აშშ-ის მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა: ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ჩაიშალა - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან, სადაც ომი გრძელდება