საახალწლო მილოცვა გადამდგარი პრემიერის ოჯახისგან

საახალწლო მილოცვა გადამდგარი პრემიერის ოჯახისგან

"ფეისბუქზე" ვრცელდება ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის ფოტო, რომელიც სავარაუდოდ საახალწლო მისალოცი ბარათისთვისაა გადაღებული. პრემიერის ადმინისტრაცია ტრადიციულად, ყოველ ახალ წელს, მილოცვების სახით აგზავნიდა ღარიბაშვილების ოჯახის ფოტოს. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია პრემიერის ოჯახმა არც წელს დაარღვია, თუმცა ახალ წელს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე ვეღარ შეხვდება. ფოტოზე ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან და სამ ვაჟთან: ანდრია, ნიკოლოზთან და გაბრიელთან ერთადაა ასახული.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 დეკემბერს გააკეთა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს