"მოძალადე ქალი ატერორებდა..." - საბურთალოზე საყვარლის მიერ მოკლული მამაკაცის ახლობლები სკანდალურ ფაქტებს ყვებიან

"მოძალადე ქალი ატერორებდა..." - საბურთალოზე საყვარლის მიერ მოკლული მამაკაცის ახლობლები სკანდალურ ფაქტებს ყვებიან

5 დეკემბერს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის ხათუნა ბ-მ მეგობარი მამაკაცი მოკლა. ისინი ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ, ურთიერთშელაპარაკებისას ქალმა 41 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ეჭვმიტანილმა სასწრაფო გამოიძახა და პოლიციასაც თავადვე ჩაბარდა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს, რომლითაც მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, თუმცა გაზეთ "ქრონიკის" ინფორმაციით, ზუგდიდელ ცოლ-შვილიან პაატა ხუბუას სიღნაღელი ხათუნა ბ-სგან თავი ვერ დაუხსნია და მკვლელობაც ამიტომ მომხდარა. უფრო დეტალურად გაზეთთან აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დაცვის უფროსი თემურ მგალობლიშვილი საუბრობს. სწორედ ამ უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო გარდაცვლილი პაატა ხუბუა:

"პაატა პატიოსანი და ვაჟკაცი კაცი იყო, ჩვენთან მთავარი სპეციალისტის მოადგილედ მუშაობდა... ტკბილი ქართული ოჯახი ჰქონდა, სანამ იმ საშიშ ქალს გადაეყრებოდა. მისი გაცნობის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, მოძალადე ქალი ხათუნა ბუწაშვილი უნივერსიტეტში უვარდებოდა, მას ხშირად საეჭვო ადამიანები ახლდა... ერთი სიტყვით, პაატას ისინი ატერორებდნენ. რაც ამ ქალთან ურთიერთობა დაიწყო, პაატას თავისი ხელფასიც კი არ აუღია, ის ქალი იღებდა, პაატა ხშირად ნაცემიც მოდიოდა, თვალებდალურჯებული, ბევრ რამეს მალავდა და არ ამხელდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას რაღაც ჰქონდა გაკეთებული, რადგან თავის თავს არ ეკუთვნოდა. მოკლედ, ამ მოძალადე ქალმა ეს კაცი მოსპო და გაანადგურა. ერთხელ, საკითხი სერიოზულად დავუსვი, თუ ამ ქალს თავს არ დაანებებ, შენ გვერდით არ დავჯდებით-მეთქი, მაგრამ ეს ქალი ვერ მოიშორა და ეს ურთიერთობა ასე მძიმე შედეგით დასრულდა. ზუგდიდში, სოფელ ცაისში ვიყავით მის დასაფლავებაზე, იქ რა ცოდვა ტრიალებდა, ამის გადმოცემა ძნელია. კაცი სასიკვდილოდ ხომ გაიმეტა და მისი მშობლებიც პირწმინდად გაუძარცვავს ამ ქალს. 46 ათასი ლარი აქვთ თურმე გადასახდელი..."

მარინა ყაზიშვილი, მოკლულის მეუღლე:

- 18 წლის შეუღლებულები ვიყავით, მისგან კარგის მეტი არაფერი მახსენდება, ის კარგი მეუღლე და კარგი მამა იყო. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ნეტა, ყველას ასეთი ქმარი შეგვახვედროსო... ოღონდ ეცოცხლა და არაფერს დავეძებდი, ადვილი წარმოსადგენია, ჩემთვის რა მძიმე იყო ის ფაქტი, რომ ბოლოს ვიღაც ქალს გადაეკიდა, საშველს არ აძლევდა, ის ქალი მეც მირეკავდა, 3 თვის ორსული ვარო, გაყრაზეც კი დავეთანხმე, ისეთ დღეში იყო პაატა, რომ ვეუბნებოდი, თავს რაიმე არ მოუწიო-თქო..."

ნანა სულავა

გაზეთი "ქრონიკა"

პოლიციელს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში ბრმა ტყვიით ქალი მოკლა, შინაპატიმრობა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს