ავტორი:

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი.

ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით.

შემთხვევა ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, 50 წლის თამუნა ანთელავა ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრიდან შემოვარდნილი ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზევე მოკლა.

პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებმაც ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემეს

"ვერსია, რომ "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

დმანისში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს