პოლიციელმა ხუთი შვილის დედა მოკლა

პოლიციელმა ხუთი შვილის დედა მოკლა

ამერიკაში, ქალაქ ჩიკაგოში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა შემთხვევით 55 წლის აფროამერიკელი ბეტი ჯონსი მოკლა, რომელიც ხუთი შვილის დედაა.

ცნობილია, რომ პოლიციელები გამოძახებაზე 19 წლის კუინტინო ლეგირას დასაშოშმინებლად მივიდნენ, რომელიც, წინასწარი ცნობით, თავს დაესხა კანონდამცველებს ბეისბოლის ჯოხით. შედეგად, პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს და ხულიგანი დაჭრეს, მაგრამ ამასთან, შემთხვევით მის მეზობელს, მრავალშვილიან დედასაც ესროლეს. ჯონსის დაჭრის ზუსტი დეტალები უცნობია, მაგრამ საბოლოოდ ქალიც და ლეგირაც საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

"55 წლის ქალს შემთხვევით მოარტყეს ტყვია, ის ტრაგიკულად დაიღუპა", - აღნიშნეს პოლიციაში. პოლიციამ თანაგრძნობა გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. უცნობია პოლიციელი, რომელმაც ქალი მოკლა, რომელ რასას ეკუთვნოდა და ასევე არ ასაჯაროებენ მისი სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სტაჟს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს