მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალი ფილმიდან "ამოჭრეს"

მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალი ფილმიდან "ამოჭრეს"

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე, რომელიც სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში "ჯაშუშთა ხიდი" საბჭოთა მომლაპარაკებლის როლს ასრულებდა, ფილმიდან ამოჭრეს, ამის შესახებ მსახიობი საკუთარ "ფეისბუქზე" წერს:

"ძვირფასო მეგობრებო, ვიფიქრე, რომ კომენტარი საჭიროა სტივენ სპილბერგის ახალ ფილმზე ''The Bridge Of Spies". ამ ფილმში ჩემი მონაწილეობით სცენები ფილმის საბოლოო ვერსიაში არ შევიდა. როგორც იტყვიან, ამოჭრეს, ამიტომ ჩემი ასოცირება ამ ფილმთან და მის ეკრანებზე გამოსვლასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში უადგილოა, ბოდიშს მოგიხდით ამ გაუგებრობისთვის. პატივისცემით მერაბი", - წერს მსახიობი.

დრამატულ ტრილერში, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, ნინიძე პარტნიორობას ჰოლივუდის ლეგენდას, ტომ ჰენქსს უწევდა.

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს