"აი, რა მომწერა "ნაციონალების" მხარდამჭერმა მხოლოდ იმიტომ, რომ კვირიკაშვილის გამოსვლა მომეწონა!"

"აი, რა მომწერა "ნაციონალების" მხარდამჭერმა მხოლოდ იმიტომ, რომ კვირიკაშვილის გამოსვლა მომეწონა!"

"ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი "ფეისბუქის" გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც მას პირად შეტყობინებაში მისწერეს:

"აი რა მომწერა "ნაციონალების" მხარდამჭერმა მხოლოდ იმიტომ,რომ კვირიკაშვილის გამოსვლა მომეწონა!" - წერს ხუციშვილი და პირად მიმოწერას ასაჯაროვებს:

"ხუციშვილო - შენს ზნედაცემულობასა და პიროვნულ მარაზმს საზღვარი არ ქონია!!! უნიჭო დეგრადიორებულო, შენ როგორ შეიძლება მომღერალი გეწოდოს, სიძულვილის აპოგეასთან მიახლოებულო გარეწარო, ცილისმწამებელო, დაუნახაო ღორო, არარაობა და არაკაცი ხარ. რასაც შენ კადრულობ იმას სოფლის დედაკაცი არ იკადრებს, თუმცა შენი მსგავსი პლაგიატები და ისეთი მახინ ჯები როგორიც ბერა და სხვები არიან არა მგონია ზნეობრივი კრიტერიუმები გაწუხებდეთ!!!

თვისტომზე მოვაგლახენი დღენი გექნებათ მოკლეა! ასეთი ბანდიტი მთავრობა საქართველოს ნამდვილად არასდროს ყოლია, ოლიგარქ-კრიმინალის თარეში კი მალე დამთავრდება ამ ფეოდალურში, სადაც შენისთანა უნიჭოს კლაპტონობის პრეტენზია აქვს! ნაციონალებს როცა ახსენებ ხახაში მდუღარე გამოივლე!!!

ეს ქვეყანა მარტო შენი და შენი ბიძარასტების არ არის!!! მიშა ძალიან მაგარია. სიძულვილი კი თქვენს სისუსტეს უსვამს ხაზს, რომელსაც ცოცხი აქვს გარჭობილი და იმით სპეკულანტობს!".

ზაზა ხუციშვილმა პრემიერობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის პარლამენტში გამოსვლა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე ასე შეაფასა: "გუშინ მანჩესტერი-ჩელსი "გვერდზე გადავდე" და გიორგი კვირიკაშვილს მოვუსმინე. ვთვლი, რომ ასეთი კომპეტენტური პრემიერი ჯერ საქართველოს არ ჰყოლია! "ნაციონალებისგან" განსხვავებით წარმატებას ვუსურვებ!" - სწორედ ამის შემდეგ დაიმსახურა მუსიკოსმა, მისივე თქმით, "ნაციონალების" მხარდამჭერისგან შეურაცხმყოფელი შეტყობინება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს