"დედა, შეიძლება ხელი მივადო?" - ძალიან ნამდვილი ამბავი

"დედა, შეიძლება ხელი მივადო?" - ძალიან ნამდვილი ამბავი

დედა და შვილი "გარაჟის" წინ დგანან. "გარაჟში" რამდენიმე თვის სეტერი დაკუნტრუშობს. ბავშვი აღფრთოვანებულია, დედა ისე რა. დღეა მზიანი და ხალისიანი, სეტერი კუნტრუშს აგრძელებს, ბავშვი - აღფრთოვანებას, დედა - "ისერად" ყოფნას. მე ისინი მოსახვევიდან შევნიშნე. ამ ძაღლს კარგად ვიცნობ და რაც მე მას ვიცნობ, ის სულ იმ "გარაჟშია" და გამვლელს არ ტოვებს მოუკითხავს. მივუახლოვდი და შვილის ხმა მომესმა. - დედა, შეიძლება ხელი მივადო? ძაღლს ვერ მიადებდა, გარაჟის კარი იგულისხმა. დედა ამ დროს ტელეფონითაა გართული და უდიდესი ენთუზიაზმით ლანძღავს მეზობლის ქალ ლეილას, რომელიც გაუწურავ სარეცხს ფენს და ისედაც არაა მთლად კარგი ადამიანი. ხოლო ამ ყველაფერს, როგორც მე ვიგუმანე, მეორე მეზობელს უყვება, რომელიც თავის მხრივ მერე ყველაფერს ლეილას ჩაუჭიკჭიკებს. ტელეფონით გართული დედა ასწრებს, ახერხებს და ლეილასადმი მიძღვნილი შავბნელი სიტყვების ქარაშოტში შვილს ეუბნება.  - ხელით არა! სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი, რატომ დაუშალა ხელით შეხება, "გარაჟის" რიკულები კი იყო ჭუჭყიანი, მაგრამ ვერც ამ ბავშვის ხელები დაიკვეხნიდა დიდი ბზინვარებით. - ფეხით? ბავშვმა იკითხა და მეც მათ მივუახლოვდი. - წარმოგიდგენია, იმ დღესაც ის თავისი ლურჯი ზეწარი, ათი წელია აქვს მგონი, გაფინა და მოდის წყალი წურწურით, ფეხით კი, შვილო, ოღონდ ფრთხილად, ვიცი მე შენი ფეხის ამბავი.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს