"რა უნარჩვევები დაგიგროვდათ და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ შეგიყვანეს სიაში?" - ზვიად კვაჭანტირაძე მარიამ საჯაიას

"რა უნარჩვევები დაგიგროვდათ და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ შეგიყვანეს სიაში?" - ზვიად კვაჭანტირაძე მარიამ საჯაიას

ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან გიორგი კვირიკაშვილთან ოპონირება დაუწუნა და განსაკუთრებით გამოჰყო მარიამ საჯაიას გამოსვლა, რომელმაც ოცნების ხელისუფლება ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

"თქვენ მაიძულეთ თქვენი უზრდელური გამოსვლის შემდეგ, ასე მოგმართოთ. მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ნეპოტიზმზე გველაპარაკებით, თქვენ რომელი სიით მოხვდით პარლამენტში? რა დამსახურება გქონდათ ასეთი? რა უნარჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან, რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ?! მაინტერესებს, გამცემთ პასუხს? ვერ გამცემთ. ამიტომ, არ იყო საჭირო ეს უზრდელობა", - ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს მარიამ საჯაიას.

იხილეთ ვიდეო: ზვიად კვაჭანტირაძე VS მარიამ საჯაია

ასევე წაიკითხეთ:

"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"

მარიამ საჯაიას გამოსვლა პარლამენტში, რომელსაც ვოლსკის და კვაჭანტირაძის უხეში გამოხმაურებები მოჰყვა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაში ყოფნისას რა გააკეთა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა" - სერგეენკო გახარიაზე

"დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია" - რას ამბობს ევროპარლამენტარი იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს