2015 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2015 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2015 წელიც მიიწურა და ახალი წლის დადგომამდე, ტრადიციულად, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო ში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ვაჯამებთ. AMBEBI.GE მუდმივად ადევნებს თვალს ინტერნეტ რეიტინგებს, რაც მკითველისთვის ყველაზე საინტერესო ამბების განსაზღვრაში გვეხმარება.

ამჯერად ქართული შოუ-ბიზნესის ყველაზე სკანდალური და რეზონანსული მოვლენების ხუთეულს წარმოგიდგენთ.

"ოსკარზე" ჩაძინებული მიშა მესხი

2015 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ მთელი ქართული კულტურისთვის. რეჟისორ ზაზა ურუშაძის ნამუშევარი, "მანდარინები" ისტორიაში პირველი ქართული ფილმი აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე წარადგინეს. 23 თებერვალს ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ქართულ-ესტონური პროექტი "მანდარინები" მოხვდა. მართალია, ფილმმა, რომელიც მანამდე 18 საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებულად აღიარეს, "ოსკარი" ვერ მიიღო (გამარჯვებული პოლონური "იდა" გახდა), მაგრამ საქართველოსთვის ეს ერთმნიშვნელოვნად დიდი წარმატება იყო.

თუმცა, მოვლენა ქართველებს უფრო მეტად სხვა რამის გამო დაამახსოვრდათ - მიშა მესხი მსოფლიოში პირველი მსახიობი აღმოჩნდა, რომელსაც "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაეძინა. ამ ფაქტს წინ მიზეზ-შედეგობრივი მოვლენების მთელი ჯაჭვი უზღვოდა. ამერიკაში გამგზავრებული ქართველი მსახიობები ჯერ დიდთოვლობამ შეაფერხა, შემდეგ მიშა მეხმა სტამბოლის აეროპორტში პასპორტი დაკარგა. დასამახსოვრებელი იყო ასევე გიორგი ნაკაშიძის დაკარგული ჩემოდანი და სამდღიანი დაგვიანების შედეგად აკრედიტაციის გარეშე დარჩენილი ია სუხიტასვილი, რის გამოც ლოს-ანჯელესამდე ჩასულმა მსახიობმა ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლო.

საქართველოს საელჩოსა და კომპეტენტური ადამიანების დახმარებით ქართულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ამერიკამდე საბოლოოდ დროულად ჩააღწია, თუმცა მრავალსაათიანმა მომქანცველმა მგზავრობამ, აკლიმატიზაციამ და ოთხმა ჭიქა მოჰიტომ მაინც თავისი გაიტანა... მიშას თავიდან სხვებთან ერთად წითელ ხალიჩაზე ყოჩაღად ეჭირა თავი, ცერემონიის დაწყებამდე ოსკარის ოქროსფერ ქანდაკებასთან გადაღებულ სელფებსაც აქვეყნებდა და სოციალურ ქსელში არც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გამორჩენია, თუმცა მერე უბრალოდ მოხდა ის, რაც მეორე დღეს მთელი ქართველი ერის განხილვის ნომერ პირველ თემად იქცა. ფაქტი არც უცხოელებს გამორჩენიათ: "გაგას (ლედი გაგა) შესრულება, როგორც ჩანს, ამ ბიჭისთვის საკმარისი არ არის ("Gaga's performance. Not enough for this guy"), - წერდნენ "ტვიტერის" მომხმარებლები.

დაიწერა და ითქვა მრავალი კრიტიკული თუ მხარდასაჭერი კომენტარი, აკრიტიკებდნენ კულტურის სამინისტროს, ქართულ არაორგანიზებულობას, თავად მსახიობს... დიდი პოპულარობა „ფეისბუქში“ გავრცელებულმა ვინმე ზურა ჯიჯიაშვილის კრიმინალურმა სატირამ მოიპოვა, რომელშიც პოსტის ავტორი "კაიფში" მყოფი მიშა მესხის თვალით დანახულ "ოსკარს" აღწერდა. თუმცა იყო ბევრი სამადლობელი და სიამაყით სავსე პოსტიც. "მაგათი დედაც მოვ...ან, მეძინა, ხომ არ ჩავიფსი", - ასე გამოეხმაურა კრიტიკოსებს თავად მსახიობი სამშობლოში დაბრუნებისა და გამოძინების შემდეგ. - როგორც იქნა, ჯიგრებო, გავიღვიძე. ძალიან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა. ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი. როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც ჩვენი "დინამოს" 1981 წლის თასების თასის გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამმილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვეცდებით, რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი"...

სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორება

თუ 2014 წელს ყველაზე პოპულარული წყვილი მსახიობი ია ფარულავა და გიტარისტი ტარიელ სუარი იყვნენ, 2015-ში ეს სტატუსი მათ მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ და მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ჩამოართვეს. წყვილის მიმართ ინტერსი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩენისა და 2014 წელს ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინებული სასიყვარულო ისტორიის შემდეგ გაიზარდა. თუმცა, სამწუხაროდ, სალომესა და გიორგის ერთობლივი ცხოვრება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა - მათ ურთიერთობაში პრობლემების შესახებ ხმების გავრცელება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, მაგრამ დაშორებას არცერთი ადასტურებდა. მიზეზად გიორგის მექალთანეობას, ლამაზმანებთან მიმოწერას და სალომეს მეტისმეტად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს ასახელებდნენ, რის გამოც მოცეკვავე ხშირად უხასიათობას ავლენდა. გავრელებულ ინფორმაციას ცოლ-ქმარი ჭორებს უწოდებდა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანმა აღიარა, რომ ერთად აღარ იყვნენ. წყვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესებულებს ჭორაობის საბაბს გიორგის "ფეიბუქის" გვერდზე უცნობ თუ ცნობილ გოგონებთან გადაღებული ყოველი მორიგი ფოტოს გამოქვეყნება აძლევდა. არაერთი სტატია დაიწერა ვარდოსანიძისა და მსახიობ ნინი ონიანის რომანის შესახებ, რომელიც ქართველმა მაყურებელმა საკმაოდ თამამი როლებით გაიცნო. როგორც თავად ვარდოსანიძე ამბობს, მისი გული ჯერჯერობით თავისუფალია და სერიოზულ ურთიერთობას მომავალში უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდება.

ბევრს საუბრობენ ასევე ცეკვებში სალომეს ახალი პარტნიორზეც, თუმცა როგორ თავად სალომე აცხადებს, უკრაინელ მაქს რიჟიკოვთან მხოლოდ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა 50-ეულში მოსახვედრად იბრძვიან და ერთად ძალიან დიდ დროს ატარებენ.

ბოლო დროს გავრელებულ ინტერვიუებში სალომემაც და გიორგიმაც აღიარეს, რომ ოჯახის დანგრევა ორივესთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ და ერთმანეთის გულშემატკივრებად რჩებიან.

მამულიჩას დაკავება

ქართული შოუ-ბიზნესის კიდევ ერთ პოპულარულ წყვილად მომღერალი ლელა წურწუმია და პროდუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, მიიჩნევა. გასული წელი მათ გულშემატკივრებს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, მამულიჩას დაკავებით დაამახსოვრდათ. 18 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პროდუსერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ჩხრეკისას მისი ხელბარგიდან და პირადი საფულიდან 5.591 გრკოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. 0,2048 გრ "ექსტაზი" ამოიღეს. კოკაინის მოხმარების ფაქტი პროდუსერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგადაც დაუდგინდა. მოგვიანებით მამულიჩას დაკავების ამსახველი კადრებიც გავრცელდა. მან წარდგენილი ბრალდება აღიარა, თუმცა 2-თვიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ პატიმრობა 15 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

საქმე ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. პროდუსერს მხარდაჭერას უამრავი ცნობილი ადამიანი უცხადებდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაკავების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობდნენ: "ლელა რომ სააკაშვილის ფანი იყო ეს თავად ლელას ყველა ფანმა იცოდა. მამულიჩა კი ამ პოლიტიკური ნიშნით უცებ ბარიგად გამოცხადდა", - წერდა ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი.

ლელა წურწუმია სასამართლო პროცესებს არ დასწრებია, თუმცა მეუღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ამხნევებდა. გათავისუფლების შემდეგ მამულიჩამ გულშემატკივრებსა და კრიტიკოსებს "ფეისბუქით" არაერთხელ მიმართა. "ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და, თურმე, პაბლო ესკობარი ვყოფილვარ…", - წერდა კრიტიკოსებს კახა მამულაშვილი. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ სკანდალით უამრავ ძვირფას ადამიანს ტკივილი მიაყენა და პრობლემა შეუქმნა. მისი თქმით, საქართველოში არასდროს შემოუტანია ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა უცხოეთში კოკაინი გაუსინჯავს.

"საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო - მითხრეს და გირაოთი გამომიშვეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ყველაზე მთავარი - ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის", -მამულიჩამ ხალხს ყველაზე მეტად ამ სიტყვებით დაამახსოვრა თავი.

გაგრძელება

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თორნიკე ყიფიანი გახდა

ახალი წლის ივენთზე, სადაც ცნობილი ამერიკელი დიჯეი Joe Claussell დაუკრავს, ბილეთების რაოდენობა იწურება

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ