ავტორი:

ახალი წლის ივენთზე, სადაც ცნობილი ამერიკელი დიჯეი Joe Claussell დაუკრავს, ბილეთების რაოდენობა იწურება

ახალი წლის ივენთზე, სადაც ცნობილი ამერიკელი დიჯეი Joe Claussell დაუკრავს, ბილეთების რაოდენობა იწურება

ივენთ კომპანია Origami / ორიგამი-ს ორგანიზებით, ახალი წლის ღამით, ქართველი მსმენელის წინაშე ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელი Joe Claussell პირველად წარდგება.

ლეგენდარული დიჯეი მსმენელის წინაშე რიყეზე, ყოფილი ბუდა ბარის ტერიტორიაზე გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე დაუკრავს. ახალი წლის ღამის Line Up ასეთია: 01:00-03:00 MICRO BAX; 03:00-05:00 JOE CLAUSSELL; 05:00- END 98DOTS.

გრანდიოზულ საახალწლო ივენთამდე 1 დღე დარჩა, შესაბამისად, ბილეთების რაოდენობაც ნელ-ნელა იწურება.

Joe Claussell-ი წარმოშობით ამერიკელი მუსიკოსი, დიჯეი და პროდუსერია, რომელმაც ჯერ კიდევ 1996 წელს დააარსა დამოუკიდებელი ეკლექტიკური ლეიბლი - Spiritual Life Music. ამ უკანასკნელი ლეიბლის ჟღერადობაც ინსპირირებულია ორგანული აფრიკული, ბრაზილიური, ლათინური და შუა აღმოსავლეთის რითმებით.

საახალწლო ივენთზე ბილეთების შეძენა აქ არის შესაძლებელი.

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე

"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება