ავტორი:

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

2019 წელი ქართულ შოუ-ბიზნესში და არა მხოლოდ შოუ-ბიზნესში მრავალფეროვანი იყო. ამ წელს არაერთმა ცნობილმა ადამიანმა შექმნა ოჯახი, იყვნენ ისეთებიც, ვინც ადრე დაქორწინდა, თუმცა ქორწილი წელს გადაიხადა.

2019 წელს ცნობილ ადამიანებს შვილებიც შეეძინათ. სანამ პატარების შესახებ გიამბობთ, მანამდე 2019 წლის გახმაურებული ქორწილები გავიხსენოთ.

კახა კალაძე და ანუკა არეშიძე

ამ წელს ყველაზე გახმაურებული ქორწილი კახა კალაძეს და ანუკა არეშიძეს ჰქონდათ. მართალია, მათ ოჯახი 13 წლის წინ შექმნეს და უკვე ოთხი ვაჟის მშობლები არიან, მაგრამ ქორწილის გადახდა 2019 წლამდე ვერ შეძლეს.

წყვილმა 15 ივნისს გრემში ჯვარი დაიწერა, ხოლო შემდეგ წინანდალში გადაიხადა ქორწილი. ამ დღეს შედგა კახას და ანუკას შვილების ნათლობაც.

კალაძე-არეშიძის ქორწილი ულამაზესად გააფორმა დიზაინერმა ანი პირველმა. პატარძალს ქორწილში მის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. ქალაქის მერის ქორწილს პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც საკუთარ ქალიშვილთან ერთად ქორწილში იცეკვა კიდეც. თუმცა პოლიტიკოსების გართობა ამით არ დასრულებულა, კალაძემ, ღარიბაშვილმა და გახარიამ დიჯეის ამპლუა მოირგეს და "გამიქსეს" კიდეც.

მარიამ ნაფეტვარიძე და საბა მღვდელაძე

მარიამ ნაფეტვარიძე და საბა მღვდელაძე შოუ-ბიზნესის წევრები არ არიან, თუმცა მათ ქორწილს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მათ კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მსგავსად, ქორწილი წინანდალში გადაიხადეს. წყვილის საქორწინო ცერემონიალის დიზაინზე ანი პირველმა და ზურა შევარდნაძემ იზრუნეს. ახალგაზრდა სტუდენტს საკუთარ ქორწილში დიზაინერ ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი კაბა ეცვა, რომელიც მაკა ასათიანის რძლის - ნანიკო კლდიაშვილის საქორწინო კაბას ჰგავდა.

საბა და მარიამი სტუდენტები არიან. დაქორწინებამდე მათ ნიშნობა ჰქონდათ.

ლევან ჯიბღაშვილი და სალი სულხანიშვილი

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 2019 წელს ნარკოსკანდალში გაეხვა. ის პოლიციამ დააკავა და ახლა 10 000 ლარიანი გირაოთი არის გათავისუფლებული. მსახიობის საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა. გასული წელი მისთვის ერთდროულად იყო როგორც განსაცდელის, ასევე სიხარულის მომტანი. ის სალი სულხანიშვილზე დაქორწინდა, შემდეგ კი დააკავეს და პატარა ვაჟის მიქაელის მამა გახდა. ჯიბღაშვილმა და სულხანიშვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. წყვილის ქორწინების ცერემონიალი ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში შედგა, სადაც სუფრას არც ყალყზე შემდგარი ციკანი მოკლებია და არც ხიზილალა. სალი სულხანიშვილი ჯიბღაშვილის პირველი სიყვარულია, რომელიც საზოგადოებას პირველად საკუთარ დაბადების დღეზე წარუდგინა.

ბაია კუზანოვა და გიორგი ბეჟაშვილი

წელს დაქორწინდა ნინო და გუგა კუზანოვების ქალიშვილი ბაია კუზანოვა. ბაიას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია, რომელთანაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა წყვილმა მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, სადაც მხოლოდ მეგობრები და ახლო ნათესავები ჰყავდათ მოწვეული. მიუხედავად ამისა, მათი ქორწილის შესახებ დიდხანს საუბრობდნენ. ბაია და გიორგი თავიანთ ქორწილში რეტრო შავი „ბე ემ ვე“-ს მარკის ავტომობილით მივიდნენ. პატარძალს ქორწილში „ლუი ვიტონის“ კაბა ეცვა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ სიძე საცურაო აუზში სიმამრმა, ცნობილმა ექიმმა გუგა კუზანოვმა ჩააგდო.

წლის ბავშვები

ბერუკა ივანიშვილი

29 ნოემბერს პირველი შვილიშვილის ბაბუა გახდა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. მის ვაჟს, რეპერ ბერა ივანიშვილს და უმშვენიერეს ნანუკა გუდავაძეს პირველი შვილი შეეძინათ, პატარას მშობლებმა მათი სახელების ინიციალებისგან შემდგარი სახელი - ბერუკა დაარქვეს. ნანუკა გუდავაძემ ჭორვილაში ივანიშვილების სახლში იმშობიარა. ის საჩხერეს საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგმა მირანდა ჯანხოთელმა ამშობიარა. პატარა ბერუკას ფოტოებს ბერა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. 2020 წელს მას მონათლავენ კიდეც, ნათლობის კვართი ივანიშვილი-გუდავაძის წყვილმა უკვე შეუკვეთა და ის დიზაინერმა თინანო ბუჩუაძემ შექმნა.

ანა და გიორგი ბახტაძეები

2019 წლის ბოლოს ყველაზე მოულოდნელი იყო ინფორმაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პირადი ცხოვრების შესახებ. მისი და მარკეტინგის სპეციალისტის იანა კოკოულინას 6 წლიანი რომანი საბოლოოდ გამჟღავნდა. მალე კი წყვილს, არც მეტი, არც ნაკლები, ტყუპები - ანა და გიორგი შეეძინათ.

მამუკა ბახტაძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, თუმცა არც რჩეული ქალის და არც ტყუპების ფოტოებს პირად გვერდზე არ აქვეყნებს.

თინანო და ნატატო მელაძეები

2019 წელი მრავალფეროვანი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა ჟურნალისტ ნოდარ მელაძისთვის. მაშინ როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, ნოდარ მელაძემ საზოგადოებას თავად ამცნო მის ცხოვრებაში მოსალოდნელი მთავარი სიახლის შესახებ - ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის ტყუპებს ელოდებოდა. ნოდარ მელაძეს და ჟურნალისტ თეა ცეცხლაძეს ტყუპი ქალიშვილები თინანო და ნატატო მელაძეები შეეძინათ. პატარები ერთი კვირის წინ მშობლებმა მონათლეს კიდეც. ნოდარ მელაძის ტყუპების ნათლიები არიან სოფია ნიჟარაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, მარიკა ვერულაშვილი, ნიკა გვარამია და ეკა ხერხეულიძე.

ნიკალა სანიკიძე

34 წლის ასაკში პირველად სწორედ 2019 წელს გახდა მამა ცნობილი ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე. ვიქტორ სანიკიძეს და უმშვენიერეს მხატვარს მაი ბიწაძეს ვაჟი, ნიკალა სანიკიძე შეეძინა.

ნიკალა სანიკიძე აპრილში დაიბადა და ამ სიახლის შესახებ გამომწერებს თავად ვიქტორ სანიკიძემ აცნობა.

ნიკალა სანიკიძე ჯერ მხოლოდ თვეების არის, თუმცა საკუთარი გარეგნობის გამო, უსაყვარლესი ბიჭუნა სოც-ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაბრიელა მილანოვა

2019 წლის დასაწყისში თაკო გაჩეჩილაძე ყველაზე საპასუხიხმგებლო სტატუსის მატარებელი გახდა. მას და ბულგარელ პროდუსერს ბორისლავ მილანოვს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც თაკომ სახელი პატრიარქის რეკომენდაციით შეურჩია და გაბრიელა დაარქვა.

თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანოვმა ქორწილიც პატარას დაბადების შემდეგ გადაიხადეს. წყვილმა მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალი თბილისში გადაიხადა.

რენე გაგნიძე

რენე გაგნიძე რეჟისორ განო მელითაურის და კახა გაგნიძის შვილია. პატარას დაბადება საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მელითაურმა მისი სასიყვარულო ურთიერთობის დამალვა კარგად მოახერხა.

კახა გაგნიძის და განო მელითაურის ურთიერთობა საერთო საქმით დაიწყო, მათ თავიანთი ინოვაციური საწარმო „კომბინიზონა“ შექმნეს, შემდეგ საქმიანი ურთიერთობა პირად გრძნობებშიც გადაიზარდა და ახლა ბედნიერი ოჯახი აქვთ.

"არავის ვკოცნი... ჩანთაში მუდამ მიდევს სპირტი" - როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოეთში ხშირად მოგზაურობენ

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."