კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 28 დეკემბერი - 3 იანვარი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 28 დეკემბერი - 3 იანვარი

ისე გამოვიდა, რომ კვირის ასტროლოგიურ მიმოხილვასთან ერთად ამ პოსტით მომავალი წლის პროგნოზებშიც „ვიჭყიტები“. იმიტომ რომ, დამდეგი კვირა ერთბაშად ორ წელიწადს აერთიანებს მიმავალ 2015-სა და მომავალ 2016-ს. მოკლედ მაიმუნი კარს მოგვდგომია და ეგ არის... ჰოდა, თუ დააკვირდებით, უკვე შეინიშნება გლობალურ-ლოკალურ პერიმეტრზე "მაიმუნობის" ელემენტები უხვად. თუმცა ახალი წელი მოდის და მოდით, პირველ რიგში პოზიტიურზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ახალ წელს სურვილები ხდება და ეს მარტოოდენ ფუჭი სიტყვები როდია.

მით უმეტეს, თუ სურვილების ჩაფიქრება წინა კვირიდან დაიწყეთ, როცა 25-ში მთვარე გაივსო საკუთარ "სახლში" ანუ კირჩხიბის ზოდიაქოში. ეს ხომ პირველი სამეფო მთვარეა, რომელიც კათოლიკურ შობას დაემთხვა უახლოესი 40 წლის მანძილზე... ასტროლოგები თვლიან, რომ მსგავსი მოვლენები სულაც არ ხდება ამაოდ. ამიტომ სავსე მთვარეზე პოზიტიური ენერგეტიკით დამუხტვა და დადებითი სურვილების ჩათქმა თუ მოასწარით, ჩათვალეთ, რომ თქვენი საახალწლო გეგმებისა და სურვილების დიდი ნაწილი დამდეგ 2016-ში აუცილებლად ასრულდება ყოველგვარი სანტა-კლაუსისა და დამატებითი სპეცეფექტების გარეშე.

კვირა მზისა და ნეპტუნის დადებითი ასპექტით დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამაინებში მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით და პლანეტარული გავლენითაც მოიმატებს ინტუიციური ხედვის უნარი, გულმოწყალება და სასწაულების რწმენის სურვილი. გაძლიერებული იქნება ზოგადად, რეალობის ილუზორული აღქმა. თუმცა ეს "ღრუბლებში ფრენის" პრინციპი შეიძლება ფინანსურ საკითხებზეც აისახოს, რაც ერთობ ნეგატიური კუთხით ჰპოვებს გაგრძელებას უკვე შემდგომი კვირის მანძილზე. ამიტომ თუკი საკითხი საბიუჯეტო საკითხების გადაჭრას ეხება, მაქსიმალური ყურადღება და რაც მთავარია, ცივი გონება გამოავლინეთ ამ მხრივ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს