გაფუჭებული შოკოლადი "თოვლის ბაბუისგან" თბილისის ბაღის აღსაზრდელებს

გაფუჭებული შოკოლადი "თოვლის ბაბუისგან" თბილისის ბაღის აღსაზრდელებს

თბილისის ბაღების ნაწილში საახალწლო საჩუქრების მიტანა დაგვიანდა. ბაღის აღსაზრდელებმა საჩუქრები "თოვლის ბაბუისგან" საახალწლო ზეიმების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 28-29 იანვარს მიიღეს. ამის მიზეზად, თბილისის მერიის სსიპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ "საახალწლო ღონისძიებები და გზებზე გადატვირთულობა" დაასახელა. სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსის ლექსო თოდუას თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "ქრისუკას" საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების მიწოდება 28 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა, დაგვიანების გამო კი მას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.

თუმცა, ბაღებში, სადაც საჩუქრები დარიგდა, ახალი პრობლემა წარმოიშვა. ფოტოზე, რომელიც მშობელმა "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა, ასახულია ერთ-ერთ ბაღში მიტანილი საჩუქარი - რუსული შოკოლადის ბატონი, რომელიც არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია - სავარაუდოდ, სიძველისგან გათეთრებული და გამდნარია.

ფოტო ფეისბუქიდან:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს