კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლო

კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლო

კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს , კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრედისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი კონა კამის შეჭმა. კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლოც კამა ყოფილა. თურმე ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამზადებდნენ კამისგან პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას.

აზიელებთან ერთად კამას პატივს მიაგებდნენ ეგვიპტელები და სამხრეთამერიკელებიც. კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს:

• ბაქტერიციდული - აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;

• სპაზმოლიზური - ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;

• სისხლძარღვთა გამაფართოებელი - აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსკენ;

• ჰიპოტენზიური - აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;

• შარდმდენი - ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;

• ანთების საწინააღმდეგო - აცხრობს ყოველგვარ ანთებას;

• კარდიოტონური - აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი;

• სედაციური - აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს;

• ბრონქოლიზური - რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, საზოგადოდ, შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში;

• ამოსახველებელი - ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას;

• ნაღველმდენი - აადვილებს ნაღვლის გამოყოფას;

• საფაღარათო - აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას;

• რეპარაციული - აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.

კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, სტაფილოს წვენთან ერთად - თვალებისთვის, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას, აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტონიული დაავადების დროს, აცხრობს გულის არეში არსებულ ტკივილებს ქრონიკული კორონარული უკმარისობისას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს