2015 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

2015 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Samsung-ის ჯაშუში ტელევიზორები

თებერვალში „სამსუნგმა“ მომხმარებელი გააფრთხილა, კომპანიის „ჭკვიანი“ (Smart TV) ტელევიზორის წინ პირადი საუბრებისგან თავი შეეკავებინათ. სამხრეთ კორეული კომპანიის განმარტებით, გაფრთხილება ეხებოდა მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს, ხმოვანი ბრძანება მისცეს Samsung Smart TV-ს და არ გამოიყენოს დისტანციური მართვის პულტი. მოგვიანებით, კომპანია შეეცადა მომხმარებლისთვის განემარტა, რომ საუბრის ამომცნობი ფუნქცია ჩამონტაჟებული იყო დისტანციურ პულტში და არა ტელევიზორში, და რომ ნახსენები მესამე მხარე თავად კომპანიაა.

Apple Watch

მარტში კომპანია Apple-მა ”ჭკვიანი საათი” წარადგინა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწრაფად ნახოს და უპასუხოს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მიიღოს შემომავალი ზარები, წაიკითხოს ელექტრონული ფოსტა, მოუსმინოს მუსიკას და თვალი ადევნოს ახალ ამბებს. საათს ასევე გააჩნია გულის რითმის სენსორი. მისი გამოყენება შესაძლებელია სასტუმროს ნომრის ელექტრონული კარის გაღების დროსაც. ”ჭკვიანი საათი” გაყიდვაში 24 აპრილიდან გამოვიდა.

სახლები დამოუკიდებელი ელექტროენერგიით

ამერიკელმა ელონ მასკმა მიმდინარე წლის მაისში წარმოადგინა ახალი პროექტი, რომელიც განხორციელების შემთხვევაში, ავტონომიური ელექტროენერგიის მქონე სახლებს გვპირდება. მასკის განცხადებით, ის გეგმავს გაყიდოს უზარმაზარი იონის აკუმულატორები, რომლებიც მზის ელემენტისგან მიღებული ელექტროენერგიის საცავები იქნება. ეს ყოველივე კი საშუალებას მოგვცემს, საკუთარი სახლები ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით უზრუნველვყოთ. ელონ მასკის განცხადებით, Tesla Powerwall შეცვლის მთელს ენერგეტიკულ ინფასტრუქტურას მსოფლიოში.

გიგანტური iPad

ბოლო რამდენიმე წელია, კომპანია Apple საკუთარ ინოვაციურ სიახლეებს შემოდგომაზე წარადგენს, მათ შორის მიმდინარე წელს ფართო აუდიტორიას კომპანიამ ახალი სისტემა Apple TV, განახლებული iPhone და დიდი ზომის iPad წარუდგინა. ახალ ტაბლეტს 12,9 დიუმიანი ეკრანი აქვს, ელემენტი კი 10 საათს ძლებს. ამასთან, სიახლე იყო ახალი ციფრული სტილუსი Apple Pencil-იც. ალბათ დრო აჩვენებს, რამდენად წარმატებული იქნება მსხვილი iPad, რომელმაც უნდა შეცვალოს ამ ბოლო დროს ტაბლეტების მიმართ მომხმარებლების ცუდი დამოკიდებულება გაყიდვების კუთხით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს