სატელევიზიო რეიტინგების პირველი სკანდალი - „დავეცე იქამდე, გრაფიკები რომ გამოვაქვეყნო?"

სატელევიზიო რეიტინგების პირველი სკანდალი - „დავეცე იქამდე, გრაფიკები რომ გამოვაქვეყნო?"

"რუსთავის 2"-ზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი წლის განმავლობაში პირველები იყვნენ, ინგა გრიგოლია "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

"ხომ ძაან სასაცილოა და არაადექვატურია დღეს ამის დაწერა.... მაგრამ ვერ გადავხარშე, რომ არ დამეწერა რა. მოკლედ, წუხელ ზარ-ზეიმით რომ გვამცნეს რეიტინგები "რუსთავი 2-ზე" ასე თქვეს, თურმე სადღაც 65-ე ადგილზეა 70-ადგილში კონკურენტი არხის დახურული გადაცემაო.....(((((( ხოდა, არ ტეხავს? სექტემბრიდან რომ აღარ იზომება, იმ გადაცემას რატომ აცხადებ 65-ედ, როცა თითქმის სულ გიგებდა? და უბრალოდ დახურეს ხოოოო.... "რუსთავი 2-", აგიხსნათ ეხლა, რამდენიმე თვის დახურული როა გადაცემა და ამ თქვენს "აღტაცებულ" რეიტინგებში ასე ცინიკურად რომ აცხადებთ, როგორ ტეხავს?????? ძაან ტეხავს, მეგობრებო))))))) მე რა..... მე უკვე აღარ მადარდებს ის არხი, მაგრამ ობიექტურობას ნუ დაკარგავთ რა. ვერაფრით ავხსენი დახურულ გადაცემაზე თქვენი სიამაყე... წინა თვეებს გადახედეთ, ეთერში რომ ვიყავით.... ძაან გავბრაზდი.... დავეცე იქამდე, გრაფიკები რომ გამოვაქვეყნო???? ტეხავს....პაკა", - წერს ინგა.

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიას "რეაქცია" პარასკევობით იმედის ეთერში გადიოდა და მისი გადაცემის კონკურენტი "ვანოს შოუ" იყო. ტელეწამყვანის კიდევ ერთი გადაცემა "იმედის კვირა" კი კვირა დღეს გადიოდა, "რუსთავი 2"-ის "P.S"-ის პარალელურად.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს