ერთი ფილა შოკოლადი - საკონცენტრაციო ბანაკში გადახდენილი საოცარი ისტორია

ერთი ფილა შოკოლადი - საკონცენტრაციო ბანაკში გადახდენილი საოცარი ისტორია

"ჩემი სახელია ფრანსინ კრისტოფი. დავიბადე 1933 წლის 18 აგვისტოს, იმ წელს, როდესაც ჰიტლერმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

როდესაც გერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში ვიყავი, საოცარი რამ მოხდა:

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ომში დატყვევებული ბავშვები, პრივილეგიით ვსარგებლობდით და უფლება გვქონდა, რამე წამოგვეღო - მაგალითად პატარა ჩანთა, მასში მოთავსებული ორი ან სამი ნივთით. ერთმა ქალმა შაქარი წამოიღო, მეორემ - ბღუჯა ბრინჯი. დედაჩემმა ორი პატარა ფილა შოკოლადი ჩაიდო და მითხრა:

"ამას შევინახავთ იმ დღისთვის, როდესაც დავინახავ, რომ სრულიად განადგურებული იქნები და მართლა დაგჭირდება დახმარება. მე მოგცემ შენ ამ შოკოლადს და თავს უკეთესად იგრძნობ".

ჩვენთან ერთად ტყვეობაში, ერთი ორსული ქალი იყო. რომ შეგეხედა, ვერ შეამჩნევდი, ისეთი გამხდარი იყო. ერთხელაც დრო მოვიდა და მშობიარობა დაეწყო. ის ბანაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალს დედაჩემი და ყაზარმის უფროსი გაჰყვნენ. სანამ წავიდოდნენ, დედამ მითხრა:

"გახსოვს ის შოკოლადი, შენთვის რომ ვინახავდი?"

"კი, დედა"

"თავს როგორ გრძნობ?"

"კარგად, დედა. კარგად ვიქნები".

"კარგი მაშინ, თუ შენ კარგად ხარ, მინდა რომ შენი ეს შოკოლადი იმ ქალს მივცე, ჩვენ მეგობარ ჰელენს. აქ ბავშვის გაჩენა ძალიან რთული იქნება, შეიძლება ის გარდაიცვალოს. თუ მე მას მივცემ შოკოლადს, შეიძლება ამან მას უშველოს".

"კარგი დედა, მიდი".

ჰელენმა პატარა და უმწეო ბავშვი გააჩინა. მან შოკოლადის ერთი ფილა შეჭამა, გადარჩა და ყაზარმაში დაბრუნდა. პატარას არასდროს უტირია, არასდროს.

6 თვის შემდეგ ბანაკი გაათავისუფლეს. ჩვენ პატარა საფრანგეთში წავიყვანეთ...

რამდენიმე წლის წინ, შვილმა მკითხა: "დედა, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი რომ გყოლოდათ, როდესაც დაბრუნდით, იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო ამ ყველაფერთან გამკლავებაო". მე ვუპასუხე: "რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვყავდა. არავის არ უფიქრია სულიერ ავადმყოფობაზე. მაგრამ შენ კარგი იდეა მომაწოდე, ლექციას ჩავატარებ ამ თემაზე".

მართლაც მოვაწყე ლექცია თემაზე: "რა მოხდებოდა, 1945 წელს, კონცენტრაციის ბანაკს გადარჩენილებს რომ ჰქონოდათ ფსიქოლოგიური კონსულტაცია?" ლექციამ ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ბევრი საინტერესო იდეა წარმოიშვა.

ბოლოსკენ სცენაზე ქალი ავიდა და თქვა: "მე მარსელში ვცხოვრობ და ფსიქიატრი ვარ. სანამ ჩემ აზრს მოგახსენებთ, რაღაც მაქვს ფრანსინ კრისტოფისთვის".

მან ჯიბეში ხელი ჩაიყო და შოკოლადის ნატეხი ამოიღო, მომცა და მითხრა: მე ვარ ის ბავშვი..."

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს