"რეალის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა

"რეალის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა

მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა. "ზიზუ" აღნიშნულ თანამდებობაზე რაფაელ ბენიტესს შეცვლის, რომელიც არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო გუშინ გაათავისუფლეს.

ხილეთ ვიდეო

"დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს ჩემი "რეალის" თავკაცად დანიშვნისთვის. ჩვენი გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და მას მსოფლიოში საუკეთესო ფანები ჰყავს. დღეს მე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როცა "რეალთან" კონტრაქტს ვაწერდი ხელს, როგორც ფეხბურთელი. სულს და გულს ჩავდებ საქმეში და ერთად ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა ზიდანმა.

ზიდანი მადრიდულ კლუბში 2001-2006 წლებში თამაშობდა.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს