"მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ... ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით" - რომან გოცირიძე

"მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ... ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით" - რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სიგარეტის მოხმარების მიხედვით ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს და ქართველი მწეველების შესახებ წერს:

"სიგარეტის მოწევაში ლიდერი ქვეყნები 2014 წლის მდგომარეობით.

თუ გამოიცნობთ, რა საერთო აკავშირებთ მათ? beso namchavadze-ა ამ მიგნების ავტორი:)

1. საბერძნეთი

2. სერბია

3. ბულგარეთი

4. რუსეთი

5. მოლდოვა

6. უკრაინა

9. ბელარუსი

10. ჩერნოგორია (მონტენეგრო)

26. კვიპროსი

33. რუმინეთი

47. საქართველო

p.s. საქართველოს ადგილი ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ. ეს ცხრილი როცა გაკეთდა, არ იყო გათვალისწინებული მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემები. დაახლოებით 700 ათასით ნაკლები ვართ. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერებში აღმოვჩნდებით 2015 წლის მონაცემებით. მე-6-ე ადგილზე!!!!

საქართველოს არც თუ ისე ცუდი ადგილი იმით აიხსნება, რომ ქალები ნაკლებს ეწევიან. სოფლად იშვიათად ეწევიან. მოსსხლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს. ანუ მწეველ კაცებში მსოფლიო ლიდერი ვართ.

ბევრს რად უნდა სიგარეტის მოწევა, როცა ნარკოტიკების მომხმარებელია. თუმცა არ ვიცი სიგარეტის მოხმარებასა და ნარკომანიას შორის არის თუ არა კორელაცია. ამაზე იქნება რა თქმა უნდა გამოკვლევები.

საქართველოში სპირტიანი სასმელების მოხმარებაც არ არის მაღალი. სინამდვილეში ამ სურათს ის ალამაზებს, რომ ქალები არ სვამენ და რეალურად კაცების მიერ სპირტიანი სასმელის მიღებით ასევე ”მოწინავეთა” რიგებში ვართ.

ამიტომაცაა ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაში დიდი სხვაობა საქართველოში.

მწეველთა რაოდენობის მხრივ ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ლიდერობენ:

რუსეთი, ჩინეთი, აღმოსავლეთი ევროპა, თურქეთი.

საქართველოც აქვეა სადღაც!

”ერის გოიმობის ხარისხი განისაზღვრება მწეველთა რიცხვით, თუმცა ცალკე აღებული მწეველი გოიმი არ არის”!

ეს რომ კარლ იასპერს ეთქვა და არა მე, გაეროს ლოზუნგი იქნებოდა

”საზოგადოების ცივილიზებულობის დონე განისაღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს” (კ. იასპერსი. არაზუსტი ციტატა:)

მარჯვენასაჭიანების შეზღუდვაში მხარს ვუჭერ, თამბაქოში მხარს ვუჭერ და კიდევ ამბობენ, რომ მთავრობას სულ აკრიტიკებსო?

სად დაკარგა ამ ხალხმა იდეურ-პოლიტიკური დონე", - წერს რომან გოცირიძე.

თემას ეხმაურება ასევე კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია:

"ამას ვერ დაჯერებ; ვერ დავიჯერებ რომ ამერიკაში უფრო მეტს ეწევიან, ვიდრე საფრანგეთში. რამდენჯერ დამიწყია მოწევა სწორედ საფრანგეთში, სადაც მას მერე, რაც კაფეებში მოწევა აკრძალეს ყველა მწეველი გარეთ გამოვიდა და ახლა გგონია, რომ მთელი ქვეყანა ეწევა:)

მექსიკა მართალია. აქ თუ ეწევი, ე.ი რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს და თანაგრძნობით გიყურებს ხალხი. ამას წინათ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ეწევიან ვკითხე, აკაპულკოში, სასტუმროში ეწეოდით მეთქი? და საფერფლეები იდო მთლადო.. იმდენად არავინ ეწევა რომ დადეს საფერფლეები გიჟებისთვისო:)

რაც შეეხება საქართველოს. ამასაც ვერ დავიჯერებ რომ ჩევნში დავუშვათ გერმანიაზე ნაკლებს ეწევიან. გაიხედავ, გამოიხედავ, ყველას სიგარეტი უჭირავს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს