ავსტრიაში უცხოპლანეტელების დატოვებული 800 წლის მობილური ტელეფონი იპოვეს?

ავსტრიაში უცხოპლანეტელების დატოვებული 800 წლის მობილური ტელეფონი იპოვეს?

არხი Paranormal Crucible, რომელიც პარანორმალურ მოვლენებს იკვლევს, ირწმუნება, რომ არქეოლოგებმა "800 წლის მობილური ტელეფონი" აღმოაჩინეს. ნივთი, რომელიც ავსტრიაში იპოვეს, თანამედროვე მობილური ტელეფონის თიხის მოდელია, რომელზეც ლურსმული დამწერლობაა გამოყვანილი.

რადგან "ამოუცნობი" ნივთის შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, თანაც მისი მსგავსება Nokia-ს მობილურ ტელეფონთან ძალიან დიდია, ბევრი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს "კარგად დამუშავებული ტყუილია" და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან.

იხილეთ ვიდეო

თუმცა, "უცხოპლანეტელებზე მონადირენი" ირწმუნებიან, რომ ეს ნივთი დასტურია იმისა, რომ უცხოპლანეტელები ოდესღაც სტუმრობდნენ დედამიწას, ან ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ დროში გადაადგილება რეალურია.

არხი Paranormal Crucible, ირწმუნება, რომ "არტეფაქტზე" შუმერული წარწერაა. თუმცა, ის, რომ მობილური, რომელზეც შუმერული წარწერაა, 800 წლის წინანდელია, დასაწყისშივე შეიცავს ტყუილს - შუმერული დამწერლობა ქრისტეშობამდე მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებში გამოიყენებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს