2016 წლის თილისმები - გაიგეთ, რა ნივთი მოგიტანთ წარმატებას მთელი წლის განმავლობაში

2016 წლის თილისმები - გაიგეთ, რა ნივთი მოგიტანთ წარმატებას მთელი წლის განმავლობაში

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, მაიმუნის წელი 2016 წლის 8 თებერვალს შემოდის და 2017 წლის 27 იანვრამდე რჩება. ასტროლოგები იუწყებიან, რომ მოვა წითელი და ცეცხლოვანი მაიმუნი.

ყოველ წელს ახალი თილისმა უნდა აირჩიოთ. თილისმის შერჩევამდე კი მაიმუნის წლის თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ. მაიმუნის წელი სავსეა მოულოდნელობებით, ახალი იდეებითა და შემოქმედებისთვის საჭირო ენერგიით. საკუთრივ მაიმუნის ელემენტი თეთრი მეტალია. მაიმუნის ხასიათი შეიძლება შევადაროთ ქალს - ცვალებადი და ემოციურია.

თაგვი

როგორც ამბობენ, თქვენს გზაზე მწვანე ანთია! აუცილებლად დაიჭირეთ მომენტი, მოიკრიბეთ ძალა და ყურადღება. თამამად იოცნებეთ, რადგან სურვილები აგისრულდებათ. იმისთვის, რომ არ მოდუნდეთ და სიზარმაცემ არ გძლიოთ, ატარეთ თილისმა წითელი მინერალით. მამაკაცებმა შეგიძლიათ შეიძინოთ "ბრელოკი" ან ჰალსტუხზე დასაბნევი.

ხარი

გაზაფხულის დადგომამდე მოგიწევთ გარშემომყოფებისგან აიტანოთ გადამეტებული ყურადღება და მზუნველობა, რაც ძალიან შემაწუხებელი გახდება. მიუხედავად ამისა, მოუსმინეთ ოჯახისწევრებს (მეგობრებს, ახლობლებს) და მათ გული არ ატკინოთ. გეძლევათ შანსი შეიძინოთ კარგი მეგობარი ან იპოვოთ ნამდვილი სიყვარული. იმისთვის, რომ გაზაფხულამდე თავი ხელში აიყვანოთ და მომავალი მეუღლე ამოიცნოთ, გჭირდებათ ოქროს ბეჭედი.

ვეფხვი

ვეფხვები მაიმუნს კარგად ვერ ეწყობა, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით რთული საკითხების მოგვარებაში. რასაც შემოდგომამდე დათესავთ, სექტემბერში აუცილებლად მოიმკით. გაიზრდება თქვენი შემოსავალი, მოგემატებათ ენერგია, გახდებით წარმატებული და თვითრეალიზებული. ხელი რომ არაფერმა შეგიშალოთ, თილისმად ყვითელი მეტალისგან დამზადებული აქსესუარი გამოიყენეთ.

კატა

ნეგატიურ ენერგიას წარსულში დატოვებთ. კატებისთვის ძალიან საინტერესო წელი დგება. თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ. 2016 წელი საშუალებას მოგცემთ, თქვენი ნიჭი წარმოაჩინოთ. თილისმად აირჩიეთ ყვითელი მეტალის რელიგური სიმბოლო, მაგალითად ჯვარი.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს