"ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო" - სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება

"ჩვენი სიყვარული ღვთის საჩუქარი იყო" - სოფი ლორენის ოჯახური ცხოვრება

იტალიური კინოს ლეგენდის სოფი ლორენის ვაჟი 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. კარლო პონტი უმცროსი უკვე საქართველოშია. ის ჟენევაში 1968 წლის 29 დეკემბერს ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენისა და იტალიელი პროდიუსერის კარლო პონტის ოჯახში დაიბადა.

კარლო პონტი უმცროსი საქართველოში პონტის, სადირიჟორო კარიერის მანძილზე 30-მდე სიმფონიურ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, რომელშიც შესულია კონცერტები მისი დირიჟორობით, ასევე იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ამერიკულ რადიო და ტელეარხების მუსიკალურ გადაცემებში. კარლო პონტის მონაწილეობა აქვს მიღებული 11 სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში და ამ პერიოდის განმავლობაში მას გადაეცა 5 საპატიო ჯილდო. ამჟამად კარლო პონტი აშშ-ში მოღვაწეობს.

სოფი ლორენი და კარლო პონტი პირველი ვაჟის შეძენას ზეიმობენ დირიჟორის ცხოვრება მუდამ საინტერესო იყო, მათი ოჯახი მედიის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა. დედა - სოფი ლორენი ლეგენდარულ მსახიობადაა აღიარებული. სოფი ლორენისა და მეუღლის კარლო პონტის სიყვარულის ისტორია კი, მუდმივი განხილვის თემა გახლდათ.

იგი 13 წლამდე ისე გამხდარი და უშნო იყო, რომ ბიჭები დასცინოდნენ და კბილის საჩიჩქნ ჩხირს ეძახდნენ...

უცნაური რამ არის ბედიწერა, როდის რა სიურპრიზს მოგიწყობს, ღმერთმა იცის... იმ კნაჭა გოგოსთვის კი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი ის იყო, რომ 15 წლისა უცებ დამშვენდა, თან ისე, რომ ქუჩაში თვალს აყოლებდნენ... წლების შემდეგ ეს "შეუხედავი" გოგონა კინოვარსკვლავი გახდა, მთელი იტალია აღმერთებდა და მას კათოლიკური წესის "შებღალვაც" კი აპატია. დიახ, ის სოფი ლორენი გახლავთ, ბუნებრივად ლამაზი, ელეგანტური და მუდამ მომხიბვლელი... სოფია ვილანი შიკოლონე თავადაპირველად რომში ცხოვრობდა. მას დედა - რომილდა, მარტო ზრდიდა. მამა - რიკარდო ოდნავადაც არ იწუხებდა თავს მათთვის. არადა, რომილდას ის ძალიან უყვარდა და ელოდა. რიკარდო მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა მასთან და რომილდა მეორედ დაფეხმძიმდა. გაჩნდა გოგონა, მარია, თუმცა სოფიასგან განსხვავებით მამამ მას გვარი არ მისცა. რომილდას გაუჭირდა დედაქალაქში ყოფნა და საცხოვრებლად ნეაპოლის ახლოს მდებარე მეთევზეთა პატარა ქალაქ პოცუოლიში გადავიდა...

სოფი 16 წლის იყო, როცა მომავალი მეუღლე ერთ-ერთ კაფეში გაიცნო, კარლომ მას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა, სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინა მომავალმა მეუღლემ პატარა გოგონას მსახიობური ნიჭი. მამაკაცი მალევე მიხვდა, რამდენად წარმატებული იქნებოდა გოგონა კინომატოგრაფიაში და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც.

პირველი მთავარი როლი 20 წლის სოფიმ ფილმ "ოქროს ნეაპოლში" შეასრულა. პირველი ძვირფასი საჩუქარი კი, რომელიც მან საყვარელი მამაკაცისგან მიიღო იყო ბრილიანტის ბეჭედი.

1955 წელს სოფი ლორენი უკვე საკმაოდ ცნობილი და წამატებული ქალბატონი გახლდათ. ის კონკურენციას უწევდა იმ დროსთვის ყველაზე წარმატებულ მსახიობებს , როგორებიც იყვნენ ჯინა ლოლობრიჯიდა და სილვანა მანაგო. სოფი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, თუმცა მას თავისი წარტამება არ ადარდებდა, გოგონას სურდა თავისი შეყვარებულის გვერდით იტალიაში ყოფილიყო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს