ჰიჯაბები ფერადი პრინტებითა და მაქმანებით - Dolce & Gabbana-ს ახალი კოლექცია მუსლიმი ქალებისთვის

ჰიჯაბები ფერადი პრინტებითა და მაქმანებით - Dolce & Gabbana-ს ახალი კოლექცია მუსლიმი ქალებისთვის

Dolce & Gabbana-მ სექსუალური სილუეტები დროებით დაივიწყა და სამოსში ცოტაოდენი სიმორცხვე შეიტანა ერთი განსაკუთრებული კოლექციისთვის: პირველად იტალიური ბრენდის ისტორიაში, სტეფანო გაბანამ და დომენიკო დოლჩემ ტანსაცმლის ახალი ხაზი გამოუშვეს, სახელწოდებით - "აბაიას კოლექცია: შუა აღმოსავლეთის ცდუნება". იტალიური მოდის სახლი ახალი კოლექციით იმ ბრენდების რიგს შეუერთდა, რომლებიც მუსლიმი მომხმარებლის ბაზრისთვის პროდუქციას უშვებენ.

დაათვალიერეთ კოლექცია

იხილეთ ვიდეო| როგორ გამოიყურება D&G-ს მდიდრული ჰიჯაბების კოლექცია

კოლექციაში მდიდრული ჰიჯაბები და აბაიებია შესული, რომელიც, რა თქმა უნდა, მუსლიმი მყიდველისთვისაა გათვლილი. კოლექციის დიდი ნაწილი შავ ფერშია, თუმცა დიზაინერებმა მათი სახელოვანი პრინტებიც არ დაივიწყეს - სამოსი ფერად ყვავილებსა და მაქმანებშია გადაწყვეტილი, ჟორჟეტისა და ხავერდის ჰიჯაბებზე ლიმონის, გვირილისა და ვარდის პრინტებია გამოყენებული, რომელიც მოდის სახლის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის მთავარი ხელწერაა. "შუა აღმოსავლეთის ცდუნება" Style.com/Arabia-ს ონლაინ გაყიდვებში უკვე გამოჩნდა.

Thomson Reuters-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2013 წელს, მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლებმა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში 266 მილიარდი დოლარი დახარჯეს, 2019 წლამდე კი ეს ციფრი, სავარაუდოდ, 488 მილიარდამდე გაიზრდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს