ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს

ქალები, რომლებიც ომებში სექს-მონებად აქციეს

გასული საუკუნის 30-40-იანი წლების ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის შემდეგ, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც იაპონელი ჯარისკაცების სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად 1930-45 წლებში "გამოყენებული" სამხრეთ კორეელი ქალების საკითხს ეხება.

შეთანხმების მიხედვით, იაპონიის მთავრობა ბოდიშს მოიხდის და 1 მილიარდ იენს (8.3 მილიონი დოლარი) გადარიცხავს ფონდში, რომელიც ზემოთ ხსენებულ ქალებზე ზრუნავს.

როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, დაახლოებით, 200 000-მდე ქალი და გოგონა იძულებული იყო, სექსი ჰქონოდა იაპონელ ჯარისკაცებთან. დაზარალებულების უმეტესობა სამხრეთ კორეიდან, დანარჩენები კი ჩინეთიდან, ტაივანიდან, ჰოლანდიიდან, ფილიპინებიდან და ინდონეზიიდან იყვნენ.

შანხაის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება გაცილებით მეტიც იყოს, რადგან დაახლოებით, 200 000 ჩინელი ქალი იძულებული იყო უფასო სექსმუშაკი ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ჩინელი გადარჩენილი, რომელმაც ამ თემაზე ხმა ამოიღო, აწ უკვე გარდაცვლილი ვან აიჰუა იყო. იგი მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც იაპონელმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, აწამეს და გამუდმებით აუპატიურებდნენ. ტრავმა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ უკვე ზრდასრული დიდ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს განიცდიდა, რის გამოც, ვერ შეძლო ბავშვის გაჩენა. საბოლოოდ, მან გოგონა იშვილა.

იხილეთ ვიდეო

Why 'comfort women' deal doesn't shut book on Japan's wartime sex slavery

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი