"დედა გადამარჩენინეთ, ნუ დამტოვებთ მის გარეშე" - გოგონა მომაკვდავი მშობლის გადარჩენას ითხოვს

"დედა გადამარჩენინეთ, ნუ დამტოვებთ მის გარეშე" - გოგონა მომაკვდავი მშობლის გადარჩენას ითხოვს

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ გვერდზე ახალგაზრდა გოგონას, სახელად დალილას ვიდეოშეტყობინებას აქვეყნებს. მიმართვაში გოგონა ავადმყოფი დედის შესახებ ყვება, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და სასწრაფო დახმარება სჭირდება. მისი თქმით, ოჯახს არ აქვს საშუალება საჭირო პროცედურების ჩასატარებლად, რის გამოც დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. "მოგესალმებით ყველას, დიდი ბოდიში, ჩემი პრობლემით რომ გაწუხებთ, მაგრამ დამიჯერეთ, მეტი გზა აღარ დამრჩა, მიიტანეთ ჩემი გასაჭირი გულთან და დამეხმარეთ, გთხოვთ ყველას. დედა მყავს ძალიან ცუდად, მიკვდება ხალხო, დედა. დამეხმარეთ დედის გადარჩენაში. დედას აქვს ავთვისებიანი სიმსივნე. 2007 წელს მოკვეთეს მარცხენა მკერდი, მაგრამ მეტასტაზები მაინც გავიდა ორგანიზმში. დღეს დიაგნოზი აქვს ძვლის სიმსივნე, აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ესაჭიროება ქიმია. თუ რაიმე გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ სახლი, ავეჯი. ახლა ვცხოვრობთ ნაქირავებში, ელემენტარული პამპერსის და ტკივილგამაყუჩებლის საყიდელი საშუალებაც კი არა მაქვს, საწოლს მიჯაჭულ დედას ნუგეშს ვეღარ ვაძლევ. ქიმია ესაჭიროება სასწრაფოდ. ერთი გავუკეთეთ 500-ლარიანი, მაგრამ ის არაფერს უშვრება. რომელი ქიმიაც ესაჭიროება, 3000 ლარიდან 4500 ლარამდე ჯდება ერთი ქიმია. დამეხმარეთ დედის ტკივილის შემსუბუქებაში, ყველას გთხოვთ, მიიტანეთ ჩემი გასაჭირი, გემუდარებით. ვის რა საშუალება გაქვთ, დამეხმარეთ, რომ შევაგროვო დედის ქიმიის გასაკეთებელი თანხა და ელემენტარული პამპერსის და საფენის საყიდელი. ქართველო უსაყვარლესო დედიკოებო, დედებო, დამიდექით გვერდით, დედა გადამარჩენინეთ, ნუ დამტოვებთ დედის გარეშე. გთხოვთ, თქვენი თითოეულის დახმარება ჩემთვისა და დედაჩემისათვის სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლია, არ დამტოვოთ მარტო, გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ...", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

GE14BG0000000906309000 მიმღები VLADIMERI ROKHVADZE

საქველმოქმედო ნომერი 0901700420 "ბილაინის" და "მაგთის" აბონენტებისათვის ზარის ღირებულებაა 1ლარი.

საკონტაქტო ნომერია :557 60 00 37

დალილა, მისი დედიკო, 18 წლის ძამიკო და ბრმა ბიძა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ნაქირავებში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია. არანაირი საცხოვრებელი პირობა მათ არ აქვთ, იტალიური ეზოს სარდაფში აფარებენ თავს, სადაც 400 ლარს - ქირის ფულს, მეგობრები და ნაცნობები 5 ლარით და 10 ლარით უგროვებენ სიმწრით თვიდან თვემდე.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს