"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე"

"დედა, იყავი სანტა და მამა დაგვიბრუნე"

ნინომ რომ შეიტყო, ქმარს საყვა­რელი ჰყავდა, ელექტრონული ფოსტით წერილი მისწერა: "უკვე ვიცი, რომ არც საკუთარ თავს სცემ პატივს (ჩემს შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ!), ამიტომ­ გთხოვ, ბავშვებს ნუ დაუმახ­ინჯ­ებ ცხოვრებას. წადი, ვისთანაც გინდა, იცხოვრე, იზრუნე ბავშვებზე­ და ეცადე, აუხსნა, რაც მოხდა ჩვენ შორის".

ლევანმა სცადა, ქალი დაერწმუნებინა, შენთვის არ მიღალატიაო, მაგრამ როცა ქალმა მამხილებელი ფოტოები გაუგზავნა, კაცმა ბრძოლა შეწყვიტა. კადრებში მოალერსეთაგან კაცი ცოლს ღალატობდა, ქალი კი ქმარს, თან ორივე ერთ საავადმყოფოში მუშაობდა და ფოტოები ამძაფრებდა ეჭვს, რომ მათი რომანი კარგა ხნის წინ დაიწყო. ბავშვებმა ძალიან განიცადეს, მაგრამ დედას ამ თემაზე ვერ ელაპარაკებოდნენ - გული ეტკინებაო. უმცროსმა თორნიკემ მამას ჰკითხა, ხომ შეიძლება, ახლა ვინც გიყვ­არს, გადაგიყვარდეს და ისევ დედიკოსთან­ დაბრუნება მოგინდესო. დედა არ მომცემს ამის უფლებასო, იმართლა თავი მამამ. ბავშვებმა ვერ გაბედეს დედასთან შუამდგომლობა, მაგრამ მამა წააქეზეს, იქნებ ისეთი რამ ჩაიდინო, მისი გული ისევ მოიგოო. იფიქრა კაცმა და სამსახური შეიცვალა,­ იმ გარემოს დაემშვიდობა, სადაც იმ ქალთან უწევდა შეხვედრა.

ნინო კი ქმრის გარეშე ყოფნას ეჩვეოდა და არც უფიქრია ღალატის პატიება.

ნინო:

- მის შესახებ არაფერი მაინტ­ერესებდა, თუმცა, ცდილობდა ახლობლების საშუალებით გამეგო, როგორ ვუყვარვარ, რომ მე სამყაროში საუკეთესო ქალი ვარ. ამაოდ, არაფერი მხვდებოდა გულზე... ცუდია, რომ კაცებს არ ესმით, ცოლისთვის რა საშინელებაა ღალატი...

- ქმარს მაინც შეურიგდით...

- არ ვფიქრობ, რომ ლევანმა გულწრფელად მოინანია, გულის სიღრმეში მგონია,­ თუ შესაძლებლობა მიეცემა, კიდევ მიღალატებს... შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ შევურიგდი შვილების გამო. ის ძალიან კარგი მამაა და ბავშვები ძალიან განიცდიდნენ უმისობას.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს