ზვიად ძიძიგური - მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი

ზვიად ძიძიგური - მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი

მსახიობი იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ არ მგონია, ვინმეს ახსოვდეს ამერიკის უფრო კარგი პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ ვიხილავთ.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსახიობობა და სპორტსმენობა არავის მხრიდან დასაწუნი პროფესია არ არის.

იხილეთ ვიდეო

"ყველა პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, თავისი კანდიდატების შესახებ მსჯელობს. ამიტომ, ყველა პარტიას ექნება თავისი მოსაზრებები, თუ რომელი და რა კატეგორიის კანდიდატები ეყოლებათ წარდგენილნი. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე განხილვები გვქონდა - არ გვქონია! როგორც კი დაიწყება კონსულტაციები, თქვენ ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებით,"- აღნიშნა ძიძიგურმა.

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. ამის შესახებ კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

"ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: პაატა ბარათაშვილი - პარლამენტში ხუთი მსახიობი ვართ და არ მგონია, ეს ხუთი კაცი ვქმნიდეთ რაიმე უბედურებას

შოთა ხაბარელი - ის, რომ სპორტსმენები ვართ, არ ნიშნავს, რომ არ გვესმის საშინაო, საგარეო პოლიტიკა ირაკლი კობახიძე - მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ

"ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა" - რას წერს ღია წერილში პოლიტიკაში წასული ელისო ბოლქვაძე?

ალეკო ელისაშვილი: "ამ უსინდისობებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ"

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის