გაინტერესებთ რატომ არ უხდება ყველას სურვილები და ოცნებები?
ამაში ოთხი დაბრკოლება გიშლით ხელს.
გთავაზობთ პაულო კოელიოს შენიშვნებს ამ ოთხი დაბრკოლების შესახებ:
1. პირველი ისაა, რომ ადამიანს ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან აქვს სანუკვარი ნატვრა, რომელიც ხშირად აუხდენელია. ამაზე ფიქრები დღითიდღე ძლიერდება და დროთა განმავლობაში დანაშაულის გრძნობაში გადაიზრდება.
2. თუ ადამიანს მაინც ჰყოფნის ვაჟკაცობა და მის სურვილს არ გადაუხვევს, მას შემდეგი გამოცდა - სიყვარული ელის წინ. მან კარგად იცის, როგორ უნდა აისრულოს ოცნება, რას უნდა მიაღწიოს ან გამოსცადოს ცხოვრებაში, მაგრამ ეშინია, რომ ამით იმ ერთადერთს ან ახლო ადამიანებს ტკივილს მიაყენებს. იმას ვერ აცნობიერებს, რომ სიყვარული დაბრკოლება არ არის და პირიქით, წინსვლაში უწყობს ხელს. ის, ვინც ნამდვილად არის მისი კეთილისმსურველი, აუცილებლად დაუდგება გვერდში და გაუგებს.
3. როცა ადამიანი გააცნობიერებს, რომ სიყვარული დაბრკოლება კი არა წინსვლისკენ ბიძგია, მას მესამე წინაღობა ელის: წარუმატებლობისა და დამარცხების შიში. გვინდა თუ არა, დამარცხებები ხშირია. როცა ადამიანი დასახულის მიზნის მისაღწევად გზას ადგას, გამოუცდელობის გამო გზად ბევრი მარცხი ხვდება, მაგრამ სწორედ ამაშია ბრძოლის იდეა. შვიდჯერ რომ დაეცე, მერვედ უნდა წამოდგე.
ხოლო როცა ყველა უსიამოვნება საბოლოოდ დარჩება უკან, მაშინ ბოლომდე შეიგრძნობთ ბედნიერებას და თავდაჯერებულობაც შეგემატებათ... განაგრძეთ კითხვა