როგორ ზრდიან თანამედროვე სამეფო ოჯახები თავიანთ მემკვიდრეებს

როგორ ზრდიან თანამედროვე სამეფო ოჯახები თავიანთ მემკვიდრეებს

მსოფლიოში არც ისე ცოტა სამეფოა. მარტო ევროპაში 12-ია, აზიაში - 13, აფრიკაში - 3. მოგიყვებით საინტერესო ფაქტებს ყველაზე პოპულარულ უფლისწულებსა და დედოფლებზე. ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ ზრდიან ტიტულოვანი მშობლები თავიანთ მემკვიდრეებს.

ინგლისი

დიდი ბრიტანეთის ჰერცოგი და ჰერცოგინია პრინც ჯორჯის დაბადების პირველი დღიდანვე აცხადებდნენ, რომ მას და მომდევნო შვილებსაც გაზრდიან ისე, რომ მათ ბედნიერი - "ჩვეულებრივი" ბავშვობა ჰქონდეთ.

თვითონ ჰერცოგინია საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ჰერცოგი პრინცესა დიანას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა, თუმცა არც ის გახლდათ ფუფუნებით განებივრებული. ჰერცოგინია უკვე მესამე შვილს ელოდება და უფროსი ჯორჯი საბავშვო ბაღშიც მიიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2 წლისაა.

ესპანეთი

ესპანეთის მეფე ფილიპ VI და დედოფალი ლეტისია ინფანტ ლეონორისა და სოფიას განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ. გოგონების აღმზრდელს წელიწადში 50 ათას ევროს უხდიან.

ცალკე შეასწავლიან 5 უცხო ენას. 9 წლის ლეონორი და 8 წლის სოფია მკაცრი რეჟიმით იზრდებიან: ისინი დადიან სკოლაში, შეისწავლიან მუსიკასა და ცეკვას. ცნობილია, რომ ლეონორი ყოველ წელს ირჩევს კლასიდან ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც ენიჭება პრინცესას საპატიო კომპანიონის წოდება საშინაო დავალებების შესრულებაში.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს