ფენ-შუი ინტერიერში - 10 გამოცდილი მეთოდი ფულისა და სიყვარულის მოსაზიდად

ფენ-შუი ინტერიერში - 10 გამოცდილი მეთოდი ფულისა და სიყვარულის მოსაზიდად

რა აფრთხობს სიყვარულს, როგორ ავაყვავოთ ჩვენი შემოსავალი მწვანე კედლების მეშვეობით, რა შეიძლება გამოიწვიოს არეულმა სამზარეულომ და ბოლოს, როგორ ვიცხოვროთ სიყვარულსა და დოვლათში? თუ როგორ იქნება მოწყობილი ჩვენი საცხოვრებელი ბინა, ფენ-შუის სწავლების მიხედვით, დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მატერიალური და სულიერი კომფორტისთვის. იმისათვის, რომ სახლში სიყვარული და სიმდიდრე მოვიზიდოთ, საკმარისია რამდენიმე წესს დაემორჩილოთ.

როგორ მოვიზიდოთ სიყვარული

ოთახის პერიმეტრზე განლაგებული ავეჯი ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. სტუმრებისათვის ურთიერთობა კომფორტული უნდა იყოს, ეს კი მით უფრო მოსახერხებელია, რაც უფრო მჭიდროდაა განლაგებული ავეჯი. სასურველია, ოთახში იყოს ხალიჩაც, რომელზეც მოთავსებული იქნება სავარძლისა და დივნის წინა ფეხები. ასე გაწყობილი ავეჯი ადამიანებს შორის ურთიერთობას უფრო კომფორტულს გახდის.

დაწყვილება

თუ ახალ ურთიერთობებსა და ნაცნობობაზე ოცნებობთ, პრიორიტეტი მიანიჭეთ წყვილ საგნებს. მოერიდეთ ოთახის კუთხეში ცალი სავარძლის განთავსებას. ასევე უარი თქვით ისეთი სურათის დაკიდებაზე, რომელზეც მარტოხელა ადამიანები იქნებიან გამოსახულნი. ეცადეთ, რომ თქვენ ირგვლივ წყვილების ენერგეტიკა იგრძნობოდეს. წიგნების თარო წყვილი აქსესუარებით დაამშვენეთ, შეარჩიეთ ლამაზი, შეყვარებული წყვილის კედლის სურათი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გენიალური - მარტივია!

ბედნიერება ფოტოზე

აღმოსავლურ კულტურაში ძალიან ბევრს საუბრობენ დადებით ენერგეტიკაზე. დადებითი, სასიამოვნო ემოციები, რომელსაც აღძრავენ ადამიანები და გარკვეული საგნები, მაგნიტივით იზიდავენ ახალ-ახალ სიხარულს. იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დათბეს, ირგვლივ ფოტოები დაკიდეთ, რომლებზეც თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერი მომენტები იქნება აღბეჭდილი. ეს დადებითი ენერგეტიკა თქვენი თანამგზავრი გახდება. მთავარია, არ გადააჭარბოთ და სახლი ფოტოარქივს არ დაამსგავსოთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს