სიმსუქნე სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდება

სიმსუქნე სიმსივნის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდება

ბრიტანელი მეცნიერების აზრით, უახლოეს 20 წელიწადში სიმსუქნე ნორმად იქცევა, რაც გამოიწვევს სიმსივნის შემთხვევების ზრდას. ორგანიზაციის Cancer Research UK-ის მონაცემებით, უახლეს პერიოდში სიმსუქნით გამოწვეული სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი 45 პროცენტით გაიზრდება.

ექსპერტები თვლიან, რომ აუცილებელია სიტუაციის სახელმწიფოებრივ დონეზე შეცვლა. მაგალითად, შესაძლებელია დაწესდეს გადასახადი ტკბილ სასმელებზე. მექსიკაში გაზიან სასმელებზე 10 პროცენტიანი გადასახადის დაწესებამ 12 პროცენტით შეამცირა მავნე სასმელების გაყიდვები. ამასთან, გაზიან სასმელში შაქრის დონე 40 პროცენტით რომ შემცირდეს, აღმოიფხვრებოდა დიაბეტის 300 000 შემთხვევა. აგრეთვე შესაძლებელია მავნე პროდუქტების რეკლამის აკრძალვა ტელევიზიით.

დღეს არსებული ტენდენცია თუ შენარჩუნდა, 2035 წელს ყოველი მესამე ზრდასრული სიმსუქნით დაიტანჯება. მაგალითად, ბრიტანეთში მოსახლეობის 39 პროცენტი დაზარალდება სიმსუქნით. ნორმალური წონა მხოლოდ 28 პროცენტს ექნება.

სიმსივნის ახალი შემთხვევების რიცხვი (ჭარბ წონას სიმსივნის 10 სახეობა უკავშირდება) უახლოეს 20 წელიწადში 700 000-ს მიაღწევს.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს