ჩემოდანი, რომელიც მფლობელს თავისით დაჰყვება

ჩემოდანი, რომელიც მფლობელს თავისით დაჰყვება

კომპანია NUA Robotics-მა წარმოადგინა სმარტ ჩემოდნის პროტოტიპი, გაჯეტი, რომელსაც შეუძლია მფლობელი ამოიცნოს და მას გაჰყვეს. ჩემოდანი აღჭურვილია კამერით და ბლუთუს მოდულით, რათა ამოიცნოს მფლობელი და დაუკავშირდეს მის მობილურს.

ჩემოდნის პროექტი დამუშავების სტადიაზეა და ჯერ ცდებს გადის. თუ ცდები წარმატებით ჩაივლის, ჩემოდნის კომერციული ვერსია მაღაზიებში წლის ბოლომდე გამოჩნდება.

კომპანიის მმართველის, ალექს ლიბმანის თქმით, ეს ტექნოლოგია შესაძლოა სუპერმარკეტებში გამოიყენონ, რისი დახმარებითაც ფიზიკურად შეზღუდული პირები გაიმარტივებენ ცხოვრებას, მოხუცებს კი გაუადვილდებათ საყიდლებზე სიარული.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს