ამერიკაში არნახული ჯეკპოტი - 1.6 მილიარდი დოლარი გათამაშდა

ამერიკაში არნახული ჯეკპოტი - 1.6 მილიარდი დოლარი გათამაშდა

ამერიკაში არნახული ჯეკპოტი - 1.6 მილიარდი დოლარი გათამაშდა. ჯეკპოტი "ფაუერბოლის ლატარეაში" რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად მოიგო. ლატარეის ციებ-ცხელება ამერიკას მას შემდეგ მოედო, რაც ჯეკპოტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ხალხი ყველგან ყიდულობდა ბილეთებს: მაღაზიებში, ბენზინგასამართ სადგურებში თუ გაზეთების ჯიხურებში.

1.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯეკპოტმა წინა რეკორდი ორმაგად გააუმჯობესა. ჯეკპოტმა მასშტაბურ ციფრებს მიაღწია მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის მანძილზე ექვსივე რიცხვი არცერთ გაყიდულ ბილეთს არ დაემთხვა.

ვიდეო

მხოლოდ ერთ ადამიანს რომ მოეგო ჯეკპოტი, ის დაბეგრილი პროცენტის შემდეგ ხელზე 930 მილიონ დოლარს მიიღებდა. ამჟამად დგინდება, კონკრეტული გამარჯვებულების რაოდენობა და ვინაობა.

მომზადებულია dailysabah.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს