როგორ ზრდიან თანამედროვე სამეფო ოჯახები თავიანთ მემკვიდრეებს

როგორ ზრდიან თანამედროვე სამეფო ოჯახები თავიანთ მემკვიდრეებს

მსოფლიოში არც ისე ცოტა სამეფოა. მარტო ევროპაში 12-ია, აზიაში - 13 , აფრიკაში - 3. მოგიყვებით საინტერესო ფაქტებს ყველაზე პოპულარულ უფლისწულებსა და დედოფლებზე. ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორ ზრდიან ტიტულოვანი მშობლები თავიანთ მემკვიდრეებს.

ინგლისი

დიდი ბრიტანეთის ჰერცოგი და ჰერცოგინია პრინც ჯორჯის დაბადების პირველი დღიდანვე აღნიშნავდნენ, რომ მას და მომდევნო შვილებსაც გაზრდიან ისე, რომ მათ ბედნიერი - "ჩვეულებრივი"ბავშვობა ჰქონდეთ.

mshoblebi

თვითონ ჰერცოგინია საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ჰერცოგი პრინცესა დიანას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდა, თუმცა არც ის გახლდათ ფუფუნებით განებივრებული. ჰერცოგინია უკვე მესამე შვილს ელოდება და უფროსი ჯორჯი საბავშვო ბაღშიც მიიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2 წლისაა.

mshoblebi

ესპანეთი

ესპანეთის მეფე ფილიპ VI და დედოფალი ლეტისია ინფანტ ლეონორისა და სოფიას განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ. გოგონების აღმზრდელს წელიწადში 50 ათას ევროს უხდიან. ცალკე შეასწავლიან 5 უცხო ენას. 9 წლის ლეონორი და 8 წლის სოფია მკაცრი რეჟიმით იზრდებიან: ისინი დადიან სკოლაში, შეისწავლიან მუსიკასა და ცეკვას.

ცნობილია, რომ ლეონორი ყოველ წელს ირჩევს კლასიდან ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც ენიჭება პრინცესას საპატიო კომპანიონის წოდება საშინაო დავალებების შესრულებაში. ლეონორს ზრდიან როგორც მომავალ სახელმწიფოს მეთაურს. გეგმავენ, რომ მომავალში იგი შეისწავლის დიპლომატიისა და ეკონომიკის საფუძვლებს. ამ ეტაპზე მას ასწავლიან, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში.

mshoblebi

მეფე და დედოფალი სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ გოგონებს უფრო მშვიდი ცხოვრება ექნებოდათ ფოტოგრაფებისა და ჭორების გარეშე. მათი ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში დიდი სიხარულია თაყვანისმცემლებისთვის. ისინი მართლაც ძალიან ლამაზები არიან. ლეონორი და სოფია აღიარებულები არიან სამეფო წარმომავლობის ყველაზე მოდურ წარმომადგენლებად.

mshoblebi

შვედეთი

შვედეთის ტახტის მემკვიდრე მისი აღმატებულება ესტელ სილვია ევემარი თითქმის სამ-ნახევარი წლისაა. ის დაჰყავთ იმ ბაღში, სადაც ადრე დედამისი - დედოფალი ვიქტორია დადიოდა. გოგონა აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ხშირად სხვადასხვა ღონისძიებაზე საზოგადოების წინ ჩნდება მშობლებთან ერთად. მას არ უმალავენ მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს. მისი პოზიტიური ფოტოები რეგულარულად ახარებს საზოგადოების თვალს.

mshoblebi ესტელი ჯერ პატარაა სწავლა-განათლებისათვის, მაგრამ მშობლები უკვე ურჩევენ საკითხავ ლიტერატურას. ერთ-ერთი წიგნი ვიქტორიამ თავად დაწერა მეუღლის თანაავტორობით. მას ასე ჰქვია: "დედოფალ ესტელის ლოცვების წიგნი", სადაც საბავშვო სიმღერებიც შედის.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს