"როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან მაგალითი იყო" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ფედერერთან წაგების შემდეგ

"როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან მაგალითი იყო" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ფედერერთან წაგების შემდეგ

18 იანვარს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დამარცხდა. ბასილაშვილმა სამ სეტში ანგარიშით 6:2, 6:1, 6:2 წააგო.

იხილეთ მატჩის ვიდეო

შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ქართველმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გააკეთა: "როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო. ჩემთვის არ იყო დღეს მასთან თამაში ადვილი ცენტრალურ კორტზე, ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა ნერვიულობამ და დაძაბულობამ თავისი გააკეთა. ძალიან დასანანია, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე მაგრამ გამოცდილება მივიღე. რა თქმა უნდა ეს ჩემს შეცდომებზე მოხდა მაგრამ რა გაეწყობა ზოგჯერ ასეა ზოგჯერ ისე.ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისათვის" - წერს ბასილაშვილი პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფედერერს "დიდი სლემის" 17 ტიტული აქვს მოპოვებული. 23 წლის ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 117-ე საფეხურზე იმყოფება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს