როგორ დაიკლო ბანანის და კარტოფილის დიეტით გოგონამ 20 კილო

როგორ დაიკლო ბანანის და კარტოფილის დიეტით გოგონამ 20 კილო

“ნახშირწყლები, თქვენ უბრალოდ, მათი მომზადება არ იცით!” - დარწმუნებულია ამერიკელი ბლოგერი, ფსევდონიმით Banana girl. ნახშირწყლებში ის კარტოფილს და ბანანს გულისხმობს, პროდუქტებს, რომლის გაგონებაზეც ნებისმიერი დიეტოლოგი კივილს მორთავდა, რომ დიეტისთვის მათი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამერიკელმა გოგონამ კი შეძლო. ნახევარ წელიწადში მან 20 კილოგრამი დაიკლო. ამასთან, ბლოგერი არამხოლოდ ათლეტური ლამაზმანი გახდა, არამედ ორგანიზმი შლაკებისგან გაწმინდა. როგორ უნდა დაიცვათ მისი დიეტა, ამის შესახებ თავად გოგონა ყვება. ის დღეში 15 ბანანს ჭამს (განწყობის მიხედვით), დაახლოებით 40 ნაჭერ ხილს (საზამთრო, ნესვი, ანანასი და სხვა) და ორ კილოგრამამდე კარტოფილს.

ასეთი ნახშირწყლების მიწოდება 30 დღე გრძელდება, რის შემდეგ გოგონა კვების რეჟიმს ცვლის. ამ დიეტას თავისი საზღვრები აქვს: ხილი მხოლოდ 4 საათამდე შეიძლება ჭამოთ, ამის შემდეგ არაფერი შაქრის შემცველი არ დაიშვება. სადილობს ბოსტნეულით. ამ დროს გოგონა კარტოფილის ჭამას გვირჩევს. ოღონდ უნდა იცოდეთ ზომიერება და არ მოიხმაროთ მარილი.

რასაკირველია, არ უნდა დაივიწყოთ სპორტული აქტივობები. გოგონა ცხოვრების აქტიურ რეჟიმს მიჰყვება და რეგულარულად ვარჯიშობს. ”თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც ცხოვრების და კვების რეჟიმი შევცვალე, ყველაფერი დალაგდა. ვიფიქრე, რომ ვალდებული ვიყავი ამის შესახებ ყველასთვის გამეზიარებინა ინფორმაცია”, - ყვება ”ბანანის გოგონა”.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს