რუსეთი VS ამერიკა: 2015 წლის ავტოგაყიდვები

რუსეთი VS ამერიკა: 2015 წლის ავტოგაყიდვები

2015 წლის გაყიდვების მონაცემები უკვე ყველა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა. ცნობილია ისიც, თუ რომელ ქვეყნებში რომელი და რამდენი ახალი ავტომობილი გაიყიდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით Autobild საქართველომ აშშ-სა და რუსეთის საავტომობილო ბაზრების შედარება გადაწყვიტა.

► აშშ-ში 2015 წელს გაყიდული ახალი ავტომობილების საუკეთესო სამეულში, სამივე პიკაპია - Ford F-150, Chevrolet Silverado და Dodge Ram.

► რუსეთში 2015 წელს გაყიდული ახალი ავტომობილების საუკეთესო სამეული კი ასე გამოიყურება: Lada Granta, Hyundai Solaris და Kia Rio.

► ცხადია, აშშ-ში გაცილებით მეტი ახალი ავტომობილი იყიდება, ვიდრე რუსეთში. შედარებისთვის: აშშ-ი გაყიდვების ლიდერი Ford F-150 გახლავთ - 2015 წელს 780 354 ახალი F-150 გაიყიდა, ხოლო რუსეთის ლიდერი კი Lada Granta გახლავთ - მხოლოდ 120 182 ეგზემპლარი. ასევე შედარებისთვის: აშშ-ში 2015 წელს 194 854 ახალი Chevrolet Malibu გაიყიდა და ეს ავტომობილი ამერიკაში 25-ე ადგილზეა.

► აშშ-ის TOP 25-ში არცერთი ევროპული ავტომობილი არ არის. საუკეთესო 25-თან ყველაზე ახლოსაა Volkswagen Jetta, რომელიც 36-ე ადგილზეა (131 109 ეგზემპლარი).

► რუსეთის TOP 25-ში არ არის არცერთი ამერიკული ავტომობილი - Chevrolet Niva-ს ამერიკულ პროდუქტს ვერ უწოდებ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეებში აშშ-სა და რუსეთში 2015 წელს გაყიდული ახალი ავტომობილების TOP 25

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს