"ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით..." - ცოტნე გამსახურდია

"ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით..." - ცოტნე გამსახურდია

ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. შესაბამისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესული და რამდენიმე კომიტეტის მიერ მოწონებულია.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ეს ადამიანები თვეში 560 ლარის ოდენობის პენსიას ისედაც იღებენ. თუმცა, 3000 ლარამდე ზრდის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ მათ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს. თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ეხმაურება.

"ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით... არც ბელადომანი ვარ და კარგად მოგეხსენებათ, ბევრ ქართველზე მეტი გამიკეთებია და კიდეც გავაკეთებ პოლიტფეტიშიზმის წინააღდეგ... რასაც ახლა ვიტყვი, მეორე რესპუბლიკის ტრაგედიაა და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ: ნეტავ რომელს რა აქვს გაკეთებული ამ დამოუკიდებლობის მისაღწევად? ტექსტის შედგენაში მაინც თუ აქვთ მიღებული მონაწილეობა და რამდენი აცნობიერებდა იქედან, რას აწერდა ხელს...? განა არ იციან, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკულად ერთი კაცის გაკეთებულია?!

მართლა აღარაფრისა რცხვენია ამ ხალხს ფულის გულისთვის!

და კიდევ: ჩემი ღრმა რწმენით, ზოგადად პარლამენტარს საერთოდ არ ჭირდება სამარადისო პენსია სიცოცხლის მანძილზე. ამდენ მუქთახორას კიდევ კარგად უძლებს ეს ბედკრული ქვეყანა!", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს