დავით კეზერაშვილს ქალიშვილი შეეძინა

დავით კეზერაშვილს ქალიშვილი შეეძინა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ქალიშვილი შეეძინა. ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს და პატარას მშობლებს - დავით კეზერაშვილსა და სოფო ჩიქოვანს მის დაბადებას ულოცავს: "ვულოცავ ჩემს საყვარელ და ყველა სირთულეში გამოცდილ უახლოეს მეგობარს პატარა ელისაბედის შეძენას", - წერს გვარამია.

მეგობრებს შვილის დაბადებას ულოცავს "ტაბულას" დირექტორი თამარა ჩერგოლეიშვილიც: "ჰო მართლა - დიდთვალება ლიზა კეზერაშვილი გაჩნდა ამასობაში", - წერს პირად გვერდზე ჩერგოლეიშვილი.

კეზერაშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოდან წავიდა, ინტერპოლით იძებნებოდა, თუმცა ამჟამად ძებნილთა სიაში აღარაა. კეზერაშვილი საქართველოში 2014 წელს გაამართლეს - მას პროკურატურა სპირტის უკანონო კონტრაბანდასა და ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს, თუმცა სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურამ კეზერაშვილს უკანასკნელი ბრალი 2015 წლის ზაფხულში წარუდგინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს