როგორი ქალი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი ქალი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცების დიდი ნაწილი ხშირად თავად ვერ ერკვევა იმაში, თუ როგორი ტიპის ქალთან იპოვნის ბედნიერებას. შესაბამისად, ბევრი მათგანი პოლიგამიურობისკენ სწორედ ამ მიზეზით მიისწრაფვის და იმედოვნებს, რომ ამ მეთოდით იპოვის "იმ ერთადერთს და განუმეორებელს". რეალურად კი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც მარტივად შეიძლება იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად როგორი ქალი შეგეფერებათ საიმისოდ, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ...

ვერძს - დიპლომატიური, ჭკვიანი, წინდახედული და პროფესიულად აქტიური ქალი სჭირდება გვერდით. მისთვის იდეალურია ამ მხრივ მორიელი, სასწორი, ლომი, მშვილდოსანი ან მერწყული.

კუროს მზრუნველი, სტაბილური, კარგი მეოჯახე და გაწონასწორებული ქალი ესაჭიროება. ამგვარ ტიპაჟს იგი ქალწულის, თხის რქის, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შორის იპოვნის.

ტყუპს ინტელექტუალური, კომუნიკაბელური, მასავით ცვალებადი, სპონტანურობის მოყვარული და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მდედრი შეეფერება. ასეთი შეიძლება იყოს მერწყული, ვერძი, სასწორი, ლომი ან მშვილდოსანი.

კირჩხიბს ბედნიერებისთვის ერთგული, ემოციური, მოსიყვარულე, მზრუნველი, ხელმომჭირნე და კარგი დიასახლისი ესაჭიროება გვერდით. იგი შესანიშნავად გაუგებს კუროს, თევზებს, ქალწულს ან მორიელს.

ლომს გვერდით დედოფლური იმიჯის მქონე, ჭკვიანი, გულუხვი, დიდსულოვანი და ექსკლუზიური ქალი ესაჭიროება თვითშეფასების

ასამაღლებლად. ამგვარი შეიძლება იყოს მისთვის ვერძი, ტყუპი, მშვილდოსანი, სასწორი.

ქალწულის წინდახედული, გაწონასწორებული, მზრუნველი, მოწესრიგებული და გამჭრიახი მანდილოსანი შეეფერება. მისთვის კარგი პარტნიორობის გაწევა შეუძლია კუროს, თხის რქას, კირჩხიბს, მორიელს.

სასწორისთვის აუცილებელია გვერდით ჰყავდეს ბუნებით რომანტიკული, ვიზუალურად მომხიბვლელი, დამთმობი და ლოიალური ქალი. იგი უნდა ამაყობდეს მეორე ნახევრის სილამაზითა და შარმით. ამ მხრივ იდეალურია მისთვის მერწყული, ტყუპი, მშვილდოსანი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს